Ambebi Online » სპორტი » სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს შესახებ

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს შესახებ

სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს შესახებ
სპორტი
editor
რედაქტორი
18:55, 05 February 2025
554
0

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

თორნიკე კვარაცხელია თავდაპირველად თბილისის დინამოს აკადემიაში ითამაშებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებით კლუბის პოლიტიკას, დიდი შანსია, მას მთავარ გუნდში გამოსვლის შანსი მალევე მიეცეს.

14 წლის ფეხბურთელი „დინამოში“ გადასვლამდე „ინტერის აკადემიაში“ ირიცხებოდა.

ასევე, თორნიკე კვარაცხელია საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს, სადაც 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
აგრეთვე გირჩევთ: