21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს

21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს
შემთხვევა
12:11, 24 სექტემბერი 2025
707
0

მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, რომელიც სავარაუდოდ ფულის გამო დაწყებულ „ქურდულ გარჩევას“ უკავშირდება, სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. უცნობმა პირმა 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ცეცხლი გაუხსნა და მძიმე დაზიანებები მიაყენა მუცლის არეში.

დაჭრილს სასწრაფოდ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი და თავდამსხმელი თანასოფლელები არიან. მათი კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაწყებული გარჩევის გაგრძელებაა. თავდამსხმელი ახალგაზრდას ავტომობილთან ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა იგი ფეხით მარტო გადაადგილდებოდა. წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, შემთხვევას თვითმხილველი არ უნდა ჰყოლოდა.

წყარო

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა....
10.10.25
694
0
ძლიერი მიწისძვრა მოხდა ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა მოხდა...
10.10.25
27
0