"დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი... მთელი ოჯახი შეყვარებული ვართ ამ დესერტზე და ვეღარ ვეშვებით!" - ხაჭოს პუდინგი » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

"დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი... მთელი ოჯახი შეყვარებული ვართ ამ დესერტზე და ვეღარ ვეშვებით!" - ხაჭოს პუდინგი

"დაგჭირდებათ მხოლოდ 4 ინგრედიენტი... მთელი ოჯახი შეყვარებული ვართ ამ დესერტზე და ვეღარ ვეშვებით!" - ხაჭოს პუდინგი
ფოტო
12:31, 14 მარტი 2025
1 020
1

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 600 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • სიმინდის სახამებელი - 2 სკ
  • შესქელებული რძე - 1 ქილა, მოხარშული

მომზადების წესი

ვაბლენდერებთ: კვერცხს, ხაჭოს, სიმინდის სახამებელს და მოხარშულ, შესქელებულ რძეს - ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (თუ გნებავთ - შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილიც). ფორმაში აუცილებლად ჩავაფინოთ საკონდიტრო ქაღალდი და ისე ჩავასხათ, თორემ ძალიან ნაზი მასაა და ვერ გადმოიტანთ დაშლის გარეშე, ან გამოვაცხოთ სილიკონის ფორმაში (აქედან ადვილად გადმოდის). ზემოდანაც გააფორმეთ თქვენი სურვილით. ვაცხობთ 160-170 გრადუსზე, თუ ადრე მოიბრაწა ზემოდან, დაუწიეთ. თითქმის 50-60 წუთი სჭირდება. აუცილებლად ვაჩერებთ კარგად გაცივებამდე. გადმოგვაქვს ფორმიდან, ვხსნით ქაღალდს და სურვილის შემთხვევაში ვაყრით შაქრის პუდრს, ან გამდნარი შოკოლადით ვრთავთ. ძალიან მოუხდა თავად მოხარშული, შესქელებული რძით მორთვა. მერწმუნეთ, მეორე დღეს სჯობია დაგემოვნება.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (1)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა მწვერვალის გზაზე შოთა პაპიაშვილთან ერთად — მთა, რომელიც სულიერ თავგადასავალად იქცა
შოთა პაპიაშვილი და ქართული ალპინიზმი — სიმაღლისკენ სვლა, რომელიც სულიდან იწყება ალპინიზმი საქართველოში უძველესი...
10.07.25
63
0
გარდაცვლილია სტუდენტი - ვინ არის დაღუპული, რომლის შესახებაც კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს? გარდაცვლილია სტუდენტი - ვინ არის დაღუპული, რომლის შესახებაც კოლეჯი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს?
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მათი სტუდენტი,...
04.07.25
386
0