"ბიზნესი ჰქონდათ და ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლიათ" - რატომ მოკლა მამა-შვილი 50 წლის კაცმა, რომელსაც უმძიმესი სასჯელი ელის? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

"ბიზნესი ჰქონდათ და ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლიათ" - რატომ მოკლა მამა-შვილი 50 წლის კაცმა, რომელსაც უმძიმესი სასჯელი ელის?

"ბიზნესი ჰქონდათ და ერთმანეთთან კონფლიქტი მოსვლიათ" - რატომ მოკლა მამა-შვილი 50 წლის კაცმა, რომელსაც უმძიმესი სასჯელი ელის?
შემთხვევა
18:20, 28 აპრილი 2025
3 063
0

გორში, სავაჭრო ცენტრში - "გალერეა", მომხდარი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცველები იძიებენ. მოკლულია 30 წლის მამაკაცი, მისი მამა დაიჭრა, თუმცა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა.

თვითმხილველების განცხადებით, ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ. როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

"ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს გიორგი ცაციაშვილს. იგი ძალიან კარგი, ხალისიანი ადამიანი იყო, არასდროს გამიგია მასზე ცუდი. ბოლოს, თებერვალში შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით, იმის მერე აღარც მინახავს, რადგან დიდი ხანია, საქართველოში აღარ ვარ და ცოტა ხნით ვიყავი ჩამოსული.

როგორც პიროვნება, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჰყავს ასევე ძალიან კარგი მეუღლე და ორი შვილი. მამამისს დათო ჰქვია. თავიანთი ბიზნესი ჰქონდათ, როგორც ვიცი, ფეხსაცმლის მაღაზიები. არც ის ვიცი, რა მოხდა იქ და რატომ ესროლა მათ დამნაშავემ...

არ ვიცი, რა ვთქვა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, უბრალოდ საშინელებაა. დღე არ გადის ტრაგედიის გარეშე. სამწუხაროდ, ასე უმოწყალოდ ხოცავენ ადამიანებს.

გიორგი ძალიან ახალგაზრდა იყო, ბედნიერად უნდა ეცხოვრა თავის ოჯახთან ერთად და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე", - განუცხადა "კვირის პალიტრას" გიორგი ცაციაშვილის ახლობელმა.

კვირის პალიტრა


Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა? გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო - რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს საჯარო სკოლა?
გორის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გორის მეორე საჯარო სკოლა გულისტკივილით იუწყება, რომ...
05.05.25
343
0
„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს, ბინძურ თამაშებს თამაშობენ ქართველები. შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ თქვენი მოწერილი მუქარებით!“ - მედეა იობაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს „ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს, ბინძურ თამაშებს თამაშობენ ქართველები. შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ თქვენი მოწერილი მუქარებით!“ - მედეა იობაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს „ბოლო პერიოდში ვიღებ...
04.05.25
755
0