ბავშვი საღორეში არ ყოფილა დამწყვდეული, იმ ეზოში საღორე საერთოდ არ დგას - გაირკვა რეალური მიზეზი რატომ დასაჯეს 7 წლის ბიჭი დედამ და ბებიამ » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

ბავშვი საღორეში არ ყოფილა დამწყვდეული, იმ ეზოში საღორე საერთოდ არ დგას - გაირკვა რეალური მიზეზი რატომ დასაჯეს 7 წლის ბიჭი დედამ და ბებიამ

ბავშვი საღორეში არ ყოფილა დამწყვდეული, იმ ეზოში საღორე საერთოდ არ დგას - გაირკვა რეალური მიზეზი რატომ დასაჯეს 7 წლის ბიჭი დედამ და ბებიამ
შემთხვევა
16:37, 27 აპრილი 2025
3 666
0

წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს სკოლის დირექტორი. ის ადასტურებს, რომ სამშაბათს ბავშვი სკოლაში იყო.

"ჩვენი სკოლის მოსწავლეა, სამშაბათს იყო ეს ბავშვი სკოლაში, არდადეგები იყო აღდგომის და სამშაბათს ჩვეულებრივ სკოლაში მოვიდა, ყოველთვის ბებიას მოყავდა და მიყავდა. ბევრჯერ მინახავს გაკვეთილების დამთავრებამდეც რომ იქ ელოდებოდა, იქვე ახლოს ცხოვრობენ. დედა ბაღში მუშაობს. ზედაპირულად არაფერი არ ეტყობოდა ბავშვს ძალადობისო, მკითხრა დამრიგებელმა. მოძრავი ბავშვია. ეს ამბავი გავიგეთ ხუთშაბათს. სკოლიდან სამშაბათს ბებიამ წაიყვანა. ფსიქოლოგთან მიმყავსო მშობელს უთქვამს. ცელქი ბავშვია, ძალიან გონიერი, ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვია. ბავშვს უფრთხილდებოდნენ და ასე ვფიქრობდით, ერთი შვილი რომ ჰყავთ ამიტომ იქცევა ასეო.

მეც დავიკითხე პოლიციაში წუხელ. საღორეში ჰყავდა დამწვდეულიო, გავრცელდა ინფორმაცია, ეს მეც საინფრომაციო საშუალებებით მოვისმინე, მაგრამ როგორც ვიცი, ეს არ არის მართალი, თვითონ დაუთვალიერებიათ იქაურობა პოლიციელებს და ამბობდნენ, საღორე საერთოდ არ ყოფილა იმ სახლშიო. მეც მართალი მეგონა რომ გამოაცხადეს. როგორც სოფელში შევიტყვე, მამალს ჩაარტყა თურმე ჯოხი თავში ბავშვმა და ამის გამო შეიძლება ბავშვი ასე ცემო? ასე თუ მოიქცნენ ფსიქიური პრობლემები ჰქონდათ ეტყობა და სამკურნალოა თავად დედა და ბებია.

მე თუ მკითხავთ ბავშვს არანაირი პრობლემა არ ეტყობა, გონიერი ბავშვია. ამწყვდევდნენ თურმე სახლში, გვერდით ცალკე ოთახში ჰყოლიათ ბავშვი, იქ ჰქონიათ სიმინდი დაყრილი და იქ დასჯის მიზნით ჰყოლიათ შეყვანილი. რომ ითქვა სიმინდი ეყარაო, ვიფიქრე ნალიაში ხომ არ ჰყავდათ, მაგრამ მერე მითხრეს, გვერდით ოთახში ჰქონდათ სიმინდი დაყრილი და იმ ოთახში იყო ბავშვიო. დეტალები არ ვიცი და ალბათ გამოძიება დაადგენს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" სკოლის დირექტორმა.

მეზობლის ინფორმაციით კი, სახლში ბავშვთან ერთად მარტო ბებია და დედა ცხოვრობს. ბავშვის ბიძა არ არის საქართველოში. პატარა ბიჭის მამაც პოლონეთშია სამუშაოდ წასული.

"ბავშვის ბებია და დედა ერთად ცხოვრობენ, ძმა ბელარუსში ცხოვრობს, როგორც ვიცი, ბავშვის მამა პოლონეთში იყო წასული, ამბობენ, ცოლ-ქმარს უთანხმოება ჰქონდათ და დედასთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. პატარა ბიჭია, პირველ კლასელი, როგორც მეზობლებისგან გავიგე, მათ სახლში ჰყოლიათ მამალი, რომელიც ძაღლივით იკბინება, ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს ამ მამლისთვის და მოუკლავს. ამის გამო სცემეს ბავშვი, ასე ამბობს ხალხი, ვინც ნახა ნაცემი ბავშვი

გუშინ დილით დააკავა პოლიციამ ბებია და დედა, როგორც ამბობენ, ერთმანეთს აბრალებენ, შენ ცემე, არა შენ ცემეო. რა ჩვენება მისცეს ჩვენ არ ვიცით. ბავშვი ორივეს ადანაშაულებს ცემაში. არც ის ვიცით, ოფიციალურად რას ამბობენ ისინი თავიანთ ჩვენებებში. ფაქტზე გამოძიება მიდის, ექსპერტიზა ჩაუტარდა ბავშვს და ვიცით, რომ მამლის გამო ატყდა ეს ამბავი", - განაცხადა ადგილობრივმა.

კვირის პალიტრა

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
უმუშევრად დარჩენილი დავით დოიაშვილი საქართველოდან წავიდა და კომუნისტურ სახელმწიფოში იწყებს მუშაობას - რომელ ქვეყანაში მიაშურა რეჟისორმა? უმუშევრად დარჩენილი დავით დოიაშვილი საქართველოდან წავიდა და კომუნისტურ სახელმწიფოში იწყებს მუშაობას - რომელ ქვეყანაში მიაშურა რეჟისორმა?
დავით დოიაშვილი საქმიანობას ჩინეთში განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, მან შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა. რეჟსორის...
05.05.25
403
0
თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს - უცნობი მას ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს - უცნობი მას ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა
თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს. სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც...
05.05.25
512
0