Ambebi Online » შემთხვევა » "მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად
შემთხვევა
editor
რედაქტორი
15:20, 04 February 2025
555
0

სი­ლა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო, - ეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მისი ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი და სას­ტი­კი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეკა ყუ­ში­ტშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ვიდ­რე ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრებ­თან ეკას მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მო­გი­თხრობ­დეთ, გა­გახ­სნებთ, სა­ი­დან იც­ნობს მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი. 6 წლის წინ ეკა­სა და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ გა­რე­მო­ე­ბამ მი­ი­პყრო, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ეკა სა­მარ­თალ­დამ­ცავს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ვით ცი­ნა­რი­ძის სა­ხელს უხ­სე­ნებ­და და ცდი­ლობ­და ამით მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ამ ამ­ბის შემ­დეგ ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს სა­სურ­ველ სტუმ­რად იქცა. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა ყვე­ლა­ფე­რი 8 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ-ერთ ცნო­ბილ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრს ტუ­ჩის ასი­მეტ­რი­ის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­ა­კი­თხა. ექი­მებ­მა ფი­ლე­რის ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც და­თან­ხმდა.

"22 წლის ვი­ყა­ვი, გა­მო­უც­დე­ლი, თურ­მე მო­მა­ტყუ­ეს და ფი­ლე­რის მა­გივ­რად ბი­ო­პო­ლი­მე­რი შე­მიყ­ვა­ნეს ტუჩ­ში. სახ­ლში მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ტუ­ჩის ერთი მხა­რე დიდი იყო, მე­ო­რე კი - პა­ტა­რა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დი და ისევ და­მი­მა­ტეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფი­ლერს მი­კე­თებ­დნენ. ბი­ო­პო­ლი­მე­რი ეს არის ე.წ. სი­ლი­კო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც კი ორ­გა­ნიზ­მთან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, მა­შინ­ვე ქვავ­დე­ბა და მისი ამოკ­ვე­თის გარ­და სხვა გზა არ არის. თან­და­თან მა­წუ­ხებ­და, სახე მი­შუპ­დე­ბო­და და ტუ­ჩის ფორ­მაც კი­დევ უფრო უა­რე­სი გა­მიხ­და. გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პოვ­ნა".

გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და ეს­თე­ტი­კის კი­დევ ერთ ცენ­ტრში.

"თვე­ში ვიხ­დი­დი 800 ლარს, ვი­თომ რა­ღაც პრო­ცე­დუ­რებს მი­კე­თებ­დნენ. იცოდ­ნენ, რომ ბი­ო­პო­ლი­მე­რის გა­წო­ვა არ ხდე­ბა და უტიფ­რად მა­ტყუ­ებ­დნენ. სარ­გებ­ლობ­დნენ ჩემი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბით ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო შე­მი­შუპ­და სახე. ექოს­კო­პია რომ გა­ვი­კე­თე, კის­ტა აღ­მო­მაჩ­ნდა. სულ უფრო მირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტუ­ჩის ქვეშ ახა­ლი ტუჩი ამომ­დი­ო­და. სა­უბ­რის დროს მე­კბი­ნე­ბო­და ხოლ­მე ტუჩ­ზე და სის­ხლი მომ­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებ­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი", - გვიყ­ვე­ბა ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ა.წ. 21 მა­ისს, ეკამ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი თქმით, მსგავ­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და.

"ჩა­მი­ტარ­და ზედა და ქვე­და ტუ­ჩის პლას­ტი­კა, 5 - სა­ა­თი­ა­ნი ნარ­კო­ზით. ოპე­რა­ცია სან­დრო კუ­ტუ­ბი­ძეს­თან გა­ვი­კე­თე. აქამ­დე ყვე­ლა ერი­დე­ბო­და ამ ოპე­რა­ცი­ას, რად­გან ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თის დროს ერთი ნერ­ვიც რომ და­ზი­ან­დეს, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა სახე გა­უ­შეშ­დეს და მი­მი­კე­ბის გა­რე­შე მო­უ­წი­ოს ცხოვ­რე­ბა. ორი­ვე ტუ­ჩი­დან ამო­მი­ღეს ბი­ო­პო­ლი­მე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ა­რა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო ურ­თუ­ლე­სი. 2 კვი­რა ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, ვერც ვჭამ­დი. ბოლო სამი დღეა, რაც და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი და მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ნა­კე­რი მაქვს პი­რის ღრუ­ში. კი­დევ 2 კვი­რა მჭირ­დე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბა შე­ხორ­ცდეს. იმ ყვე­ლაფ­რის გამო რაც გა­მო­ვი­ა­რე, აწი არა­სო­დეს გა­ვი­კე­თებ მსგავს რა­მეს. არც ფი­ლერს, რად­გან მა­საც აქვს ბევ­რი რის­კი და ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე, რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს", - ამ­ბობს ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
აგრეთვე გირჩევთ:
,,ახლა მოვყვები იმას, რაც არავინ გადაიღო…”- მაკა შალიკაშვილი სკანდალად ქცეული კონცერტის დეტალებზე
,,ახლა მოვყვები იმას, რაც არავინ გადაიღო…”- მაკა შალიკაშვილი სკანდალად ქცეული კონცერტის დეტალებზე
19.01.25, შემთხვევა
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
18.10.24, პოლიტიკა
ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა
ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა
19.01.25, მოდა და სტილი
საქართველოში ძველი და ახალი კორონავირუსი, რინოვირუსთან ერთად, ცირკულირებს - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე
საქართველოში ძველი და ახალი კორონავირუსი, რინოვირუსთან ერთად, ცირკულირებს - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე
17.10.24, ჯანმრთელობა
"ამბასადორი ბათუმი აილენდის" ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა  სსიპ "ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" გასცა
"ამბასადორი ბათუმი აილენდის" ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ "ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ" გასცა
25.10.24, შემთხვევა