Ambebi Online » მოდა და სტილი » ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა

ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა

ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა
მოდა და სტილი
editor
რედაქტორი
14:30, 19 January 2025
1 052
0

"შენი გაც­ნო­ბის დღი­დან წა­მი­თაც არ შემ­პარ­ვია შენ­ში ეჭვი! გი­ლო­ცავ, მე­რაბ - შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - წერს UFC-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, "ნინა დრა­მა" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მებ­რძოლ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

დღეს, UFC-ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ქა­მა­რი და­იც­ვა. სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ის და­ღეს­ტნელ უმარ ნურ­მა­გო­მე­დოვს და­უ­პი­რის­პირ­და. 5-რა­უნ­დი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლი რა­უნ­დი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა და მებ­რძო­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა გაც­ვა­ლეს, მსგავ­სად წა­რი­მარ­თა მე­ო­რე რა­უნ­დიც. მე­სა­მე რა­უნდში მე­რა­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, დვა­ლიშ­ვილ­მა და­ღეს­ტნე­ლი მე­ტო­ქე ორ­ჯერ პარ­ტერ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა და სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა.

  • ვინ არის ქალი, რო­მე­ლიც ხში­რად ჩნდე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დით და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სარ­ძლოს ეძა­ხი­ან?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი, ცნო­ბი­ლია რო­გორც "ნინა დრა­მა", ის ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რია, რო­მე­ლიც ქმნის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ კონ­ტენტს MMA-ს შე­სა­ხებ. ის და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ ერ­თად ჩა­წე­რეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ვარ­ჯი­შო­ბენ. როცა მე­რაბმ შონ ო'მა­ლის და­ა­მარ­ცხა, ნი­ნამ და­წე­რა: "შენ არ ხარ ნორ­მა­ლუ­რი. შენ ჩემ­პი­ო­ნი ხარ. ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცე, რომ ცდე­ბოდ­ნენ".

ნინა მარი და­ნი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რი და კონ­ტენ­ტის შემ­ქმნე­ლია. იგი და­ი­ბა­და 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში. ნი­ნამ კო­ლე­ჯში ის­წავ­ლა კრე­ა­ტი­უ­ლი წერა. მო­დე­ლო­ბა და­ი­წყო 2011 წელს და 2017 წლის აპ­რილ­ში გახ­და Playboy-ის მო­დე­ლი. ამ­ჟა­მად, ნინა ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნის კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით TikTok-ზე და Instagram-ზე აქ­ტი­უ­რობს, სა­დაც მას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

  • რა აკავ­ში­რებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან?

რო­გორც გიყ­ვე­ბო­დით, ნინა მარი და­ნი­ე­ლი ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს UFC-ის მებ­რძო­ლებ­თან, მათ შო­რის მე­რაბ­თან. მათ ერ­თად შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც მე­რა­ბი ნი­ნას ას­წავ­ლის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნი­კებს, რაც სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს ვი­დე­ო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ნი­ნა­სა და მე­რაბს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძი­რი­თა­დად აქ­ვეყ­ნებს პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას­თან და სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს.

  • "ნინა დრა­მა“ UFC-ის სამ­ყა­რო­ში 2022 წლი­დან გა­მოჩ­ნდა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას სტი­ლი კო­მე­დი­ა­სა და მარ­ტივ, მსუ­ბუქ მიდ­გო­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც UFC-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის კონ­ტენტს ახ­ლე­ბურ ელ­ფერს სძენს.

მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ხში­რად იუ­მო­რი­თა და სპორ­ტსმე­ნებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი კო­მი­კუ­რი სცე­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას კო­მე­დი­უ­რი მიდ­გო­მა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, და მისი კონ­ტენ­ტი ხში­რად ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა, რაც UFC-ის სე­რი­ო­ზულ და დი­ნა­მი­ურ გა­რე­მოს უფრო სა­ხა­ლი­სო ელე­მენტს მა­ტებს. ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მან MMA მე­დი­ის სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი ნიშა და­ი­კა­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნინა მარი და­ნი­ე­ლის კონ­ტენ­ტი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღიქ­მე­ბა, მან სპორ­ტში ბევ­რი ახა­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მი­ი­ზი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით Gen-Z თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, დანა უა­ითს სურს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, რა­საც ბოლო ორ-სამ წე­ლი­წად­ში ინფლუ­ენ­სე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თაც ადას­ტუ­რებს.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა 35 წლის ნინა მარი და­ნი­ე­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას, იგი საკ­მა­ოდ ფრთხი­ლად უდ­გე­ბა ამ თე­მას. ქალი ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბი­საა, თუმ­ცა და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და აშშ-ში და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა. თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გლა­მუ­რუ­ლი ინ­დუსტრი­ის­კენ აიღო გეზი.

  • ნი­ნას პარტნი­ო­რია ჟა­ნელ კას­ტი­ლიო, კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მო­დე­ლი და ფო­ტოგ­რა­ფია. წყვი­ლი 2010 წლი­დან ხვდე­ბა.თუმ­ცა ისი­ნი ჯერ არც და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან და არც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
ამავე თემაზე:
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
მინდოდა ჩემი ოჯახისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა საქართველოში დავბრუნდი, სახლში მისულს ქმარმა და შვილებმა ისეთი რამ მითხრეს, ვინატრე მიწა გამისკდესთქო” – რა უმძიმესი ამბავი შეემთხვა ქართველ ემიგრანტს ???
“ძალიან ცუდი, სამწუხარო ინფორმაციით ვარ”- ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მიმართვას ავრცელებს
აგრეთვე გირჩევთ:
"გამარჯობა შარა, ძალიან არ მიყვარს ეს ინტერნეტ გარჩევები... თუმცა მოგიწევს ზოგიერთი სიტყვის ახსნა" - რომან დოლიძე UFC-ის დაღესტნელ მებრძოლს პასუხობს
"გამარჯობა შარა, ძალიან არ მიყვარს ეს ინტერნეტ გარჩევები... თუმცა მოგიწევს ზოგიერთი სიტყვის ახსნა" - რომან დოლიძე UFC-ის დაღესტნელ მებრძოლს პასუხობს
01.11.24, შემთხვევა
“მოვ­ტე­ხავ მა­გას კი­სერს, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ” - ავთანდილ ხურციძე მერაბ დვალიშვილს იწვევს
“მოვ­ტე­ხავ მა­გას კი­სერს, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ” - ავთანდილ ხურციძე მერაბ დვალიშვილს იწვევს
03.11.24, სპორტი
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
"მე ვიმღერებ" - კახა კალაძე "მგზავრების" გადაწყვეტილებაზე
18.10.24, პოლიტიკა
“ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა - ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“ - შალვა პაპუაშვილი
“ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა - ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები“ - შალვა პაპუაშვილი
31.10.24, პოლიტიკა
საქართველოში ძველი და ახალი კორონავირუსი, რინოვირუსთან ერთად, ცირკულირებს - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე
საქართველოში ძველი და ახალი კორონავირუსი, რინოვირუსთან ერთად, ცირკულირებს - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე
17.10.24, ჯანმრთელობა
სხვა პოპულარული სიალხეები:
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული..
შემთხვევა
451
0
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
336
0
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
626

1 265
0