„კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.