Ambebi Online » შემთხვევა » არიან თუ არა გარდაცვლილებს და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები?...- თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

არიან თუ არა გარდაცვლილებს და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები?...- თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

არიან თუ არა გარდაცვლილებს და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები?...-  თურქეთში ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა
შემთხვევა
editor
რედაქტორი
13:10, 17 January 2025
1 049
0

თურქეთში, სტამბოლში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით ინტოქსიკაციისგან სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას 83-მა ადამიანმა მიმართა.

ამ დროისთვის, გარდაცვლილების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 31 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას, რეგულარულ პალატებში კი 18 ადამიანი რჩება.

ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილებს და დაზარალებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან ნახსენები.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)