“ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის დაგღუპავს-მეთქი… ეგ კი დამცინოდა” – რას ამბობს ია ფარულავა სააკაშვილზე მას შემდეგ, რაც 3 წელი კიდევ დაუმატეს?

“ვაფრთხილებდი მიშას, ის მოიშორე, ის დაგღუპავს-მეთქი… ეგ კი დამცინოდა” – რას ამბობს ია ფარულავა სააკაშვილზე მას შემდეგ, რაც 3 წელი კიდევ დაუმატეს?
პოლიტიკა
21:39, 13 მარტი 2025
3 829
0

ია ფა­რუ­ლა­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ამის შე­სა­ხებ ექ­სპრე­ზი­დენტს აფრ­თხი­ლებ­და. ის ერთ-ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ გა­რე­მოც­ვი­დან მო­ე­შო­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ვის­ზე სა­უბ­რობს ფა­რუ­ლა­ვა, არ აკონ­კრე­ტებს.

” ნეტა რა თე­მა­ზე მი­ბა­რებ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, მე ხომ ყვე­ლა­ფერს ჩემს “სთო­რებ­ში” ვამ­ბობ. ნეტა “პი­ჯა­კე­ბის ამ­ბავ­ზე” ხომ არა? – რა ვქნა, გე­ნაც­ვა­ლე, მე ვაფრ­თხი­ლებ­დი მი­შას, ის მო­ი­შო­რე, ის, ის დაგ­ღუ­პავს-მეთ­ქი. აღარ ვი­ტყვი სა­ხელს და გვარს და დამ­ცი­ნო­და, შენ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მიმ­დე­ვა­რი ხარო.

ჩემი გუ­შინ­დე­ლი “სთო­რის” შემ­დეგ ატყდა ამ­ბა­ვი, გა­და­ი­ტა­ნეს ფე­ის­ბუქ­ზე, “იუ­თუბ­ზე”. მე არა­ვის აზრს არ ვკი­თხუ­ლობ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. თავ­ში კი არ მაქვს ავარ­დნი­ლი, უბ­რა­ლოდ, ამან მა­ი­ძუ­ლა შევ­ხე­დო პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს უფრო ჯან­სა­ღი კუ­თხით. მე არ ვუ­ყუ­რებ მე­ინ­სტრიმ მე­დი­ას, რო­გორც ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი უყუ­რე­ბენ და ჩვე­ნი წამ­ყვა­ნე­ბი.

მე ვუ­ყუ­რებ ისეთ პოდ­კას­ტებს, რომ­ლებ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად მო­ი­გეს ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ესე­ნი არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­ვინ აღარ უყუ­რებს ამ “სი­ე­ნე­ნებს” და ამ არ­ხებს, რომ­ლე­ბიც არი­ან კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი. მეც იქი­დან ვი­ღებ ჩემს ინ­ფორ­მა­ცი­ას და ტვინ­საც ვა­ყო­ლებ რა­მე­ნა­ი­რად.

ცოტა კუდ­საც მო­ვიხ­მარ, ცოტა ჩემს რა­ღაც ამ­ბებს მო­ვიხ­მარ და გა­მო­მაქვს დას­კვნა. “ეს გა­ქო­ცე­ბუ­ლა” – წე­რენ. “ეს რო­დის გახ­და ექ­სპერ­ტი?” – წერს ჩემ­ზე ერთი ქალი, ბე­ბი­ა­შე­ნი­სამ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ექ­სპერ­ტე­ბი ვართ, ბოლო 30 წე­ლია და მეც რომ ცოტა წა­ვი­ექ­სპერ­ტო, ჩემი კოგ­ნი­ტი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ქალ­მა, რა მოხ­და ვი­თომ? კი­დევ კარ­გი სო­რო­სი მარ­თავს აღარ ამ­ბო­ბენ. უნდა ვი­აზ­როვ­ნოთ, ჩა­ვე­ძი­ოთ დე­ტა­ლებს და მო­ვუს­მი­ნოთ და­მო­უ­კი­დე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტებს”, – თქვა ფარულავამ.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა....
13.09.25
50
0
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია...
13.09.25
2
0