მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედიის დეტალები

მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედიის დეტალები
შემთხვევა
21:04, 29 აპრილი 2025
472
0

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.

მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ? ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?...
29.01.26
10
0
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა...
29.01.26
12
0

россериал