ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს:
„12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enterკომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
შოკისმომგვრელი ამბავი პენსიონერებისთვის: ეს არის ის, რასაც ელოდით!
შოკისმომგვრელი ამბავი პენსიონერებისთვის: ეს არის ის, რასაც ელოდით!...
გოგა მანია 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს
გოგა მანია 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს...