წყალდიდობებს მსხვერპლი მოყვა! სამწუხარო ინფორმაცია

შემთხვევა
ინდოეთსა და ნეპალში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა ინდოეთსა და ნეპალში ოთხშაბათს დაიწყო.
აღმოსავლეთით მდებარე შტატ ბიჰარში, სახელმწიფო კატასტროფების მართვის დეპარტამენტის განცხადებით, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთის ყველაზე მრავალრიცხოვან შტატში, უტარ-პრადეშში, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ნეპალში ძლიერ წვიმას შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ინდოეთში ძლიერი წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარი კვირამდე გაგრძელდება

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enterკომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან

„მეუბნება, მეტი საქმე არ მაქვს ვიღაცას ჩავბანოო...“ - ნუცა შანშიაშვილის ნაამბობმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...