Website Demo » კულინარია » ინდაურის საცივი - ნამდვილი სადღესასწაულო კერძი!

ინდაურის საცივი - ნამდვილი სადღესასწაულო კერძი!

ინდაურის საცივი - ნამდვილი სადღესასწაულო კერძი!
კულინარია
editor
რედაქტორი
08:00, 29 November 2024
2 616
0

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ძმარი
  • წითელი წიწაკა, დაფქული - 2.00 ჩ/კ
  • დაფქული მიხაკი
  • უცხო სუნელი - 3.00 ჩ/კ
  • ქინძის თესლი ხმელი დაფქვილი - 3.00 ჩ/კ
  • ყვითელი ყვავილი, დაფქული - 6.00 ჩ/კ
  • ქინძი, ნედლი - 2.00 თავი
  • ხახვი - 5.00 დიდი თავი
  • ნიორი - 5.00 დიდი კბილი
  • ნიგოზი
  • ინდაური - 1.00 ცალი ( ჯობს ახალგაზრდა, არა უმეტეს 1 წლის)

მომზადების წესი

1. ინდაურის მომზადება:


ინდაური კარგად უნდაგასუფთავდეს, გაირეცხოს,მოეჭრას კისერი და კანჭები; ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა; დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს; იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ;
პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით; პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!); როცა მოიხარშება, გადმოვდგათ; ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან; წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც); დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში; ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს!
გამოიღოს, გაგრილდეს;დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად.

2. ნიგვზანი მასის მომზადება:


ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ; მოთავსდეს ემალირებულ ჯამში; დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი; კარგად აირიოს;
ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!) მასა კარგად აიზილოს ხელით; დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს) ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში;
დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას; კარგად აირიოს სუფრის კოვზით.

3. ხახვის მომზადება:

ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად; იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში; კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს; გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში; დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით);

4. საცივის წვენის მომზადება:


ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება; ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში; კარგად აირიოს;
დაიდგას საშუალო ცეცხლზე; მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე; ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი;
ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი; გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს; დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით; დაემატოს მარილი, თუ აკლია; დაესხას გამოწურული ზეთი; გაცივდეს.

© ზაირა ინასარიძე

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)