უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც

უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
ფოტო
17:50, 12 აგვისტო 2026
3 482
0

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი - პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას.

უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.

უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მლეთაში გაიგზავნა უწყების 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

შსს-ს წერს, რომ  საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. 

წყარო: ​primetime.ge

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
კონფლიქტი ამის გამო დაიწყო…მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი აიღო და გო­გო­ნას თავ­ში ეს­რო­ლა” – თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური აღიარება-ახალი დეტალები კონფლიქტი ამის გამო დაიწყო…მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი აიღო და გო­გო­ნას თავ­ში ეს­რო­ლა” – თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური აღიარება-ახალი დეტალები
კონფლიქტი ამის გამო დაიწყო…მა­მა­კაც­მა ია­რა­ღი აიღო და გო­გო­ნას თავ­ში ეს­რო­ლა” – თეიმურაზ გოგიაშვილის სკანდალური...
06.10.26
24
0
ახლახანს გია ბაღაშვილი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს , დიდებული პიროვნება გარდაიცვალა ახლახანს გია ბაღაშვილი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს , დიდებული პიროვნება გარდაიცვალა
გია ბაღაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: დიდებული პიროვნება გარდაიცვალა – ბატონი ელდარ მდინარაძე!.. ღირსებით...
13.09.26
336
0

ambebi