შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიების ინფორმაციით, იგი არასრულწლოვანთა ფოტოების დამონტაჟებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებაშია ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული სოციალურ ქსელში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დამონტაჟებულ ფოტომასალას ავრცელებდა, რომელსაც არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე ჰქონდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, დაამონტაჟა და ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად გაავრცელა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული პირის Instagram-ის პროფილი შეზღუდულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული უკანონო მასალის შემდგომი გავრცელება.
შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიების ინფორმაციით, იგი არასრულწლოვანთა ფოტოების დამონტაჟებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებაშია ბრალდებული
შუქი გაითიშა საქართველოს მასშტაბით — რა ხდება ქვეყანაში?