მათთან სტუმრად მივიდა და გარდაიცვალა, მოგვიანებით ცხედარი ტყეში დატოვეს...“ - შსს-მ 2 პირი დააკავა

მათთან სტუმრად მივიდა და გარდაიცვალა, მოგვიანებით ცხედარი ტყეში დატოვეს...“ - შსს-მ 2 პირი დააკავა
შემთხვევა
06:17, 09 აპრილი 2026
6 180
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი - გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს.
Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც...
12.08.26
3 441
0
შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიების ინფორმაციით, იგი არასრულწლოვანთა ფოტოების დამონტაჟებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებაშია ბრალდებული შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიების ინფორმაციით, იგი არასრულწლოვანთა ფოტოების დამონტაჟებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებაშია ბრალდებული
შსს: არასრულწლოვანს ინსტაგრამის პროფილი შეუზღუდეს – დამონტაჟებული ფოტომასალის გავრცელების საქმეზე დააკავეს...
06.08.26
58
0

ambebi