„მამამისის მოტოციკლი წაიყვანა იმ დღეს მათემ, მართვა იცოდა, მაგრამ...“ - როგორ მოხდა საბედისწერო შემთხვევა, რომელსაც 15 წლის ბიჭი სიცოცხლე ემსხვერპლა? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

„მამამისის მოტოციკლი წაიყვანა იმ დღეს მათემ, მართვა იცოდა, მაგრამ...“ - როგორ მოხდა საბედისწერო შემთხვევა, რომელსაც 15 წლის ბიჭი სიცოცხლე ემსხვერპლა?

„მამამისის მოტოციკლი წაიყვანა იმ დღეს მათემ, მართვა იცოდა, მაგრამ...“ - როგორ მოხდა საბედისწერო შემთხვევა, რომელსაც 15 წლის ბიჭი სიცოცხლე ემსხვერპლა?
შემთხვევა
11:48, 03 ივლისი 2025
252
0

ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდის, მათე ლეთოდიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც გზიდან გადავარდა. დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში ცხოვრობდა. უმძიმესია ის ტკივილი, რასაც ახლა ახლობლები განიცდიან, მათ საუბარი უჭირთ.

" როგორც ვიცი, მათე მამის მოტოციკლეტს მართავდა და ამ დროს ისე დაშავდა, რომ ვეღარ გადაარჩინეს. სიტყვები არ მაქვს, საშინელება ტრიალებს მის ოჯახში. ერთხელ მივედი და ძალა არ მაქვს, კიდევ მივიდე. ძნელია რამე სანუგეშო უთხრა ოჯახს. უსაყვარლესი ბიჭი აღარ ჰყავთ. სულ მომღიმარი, სიცოცხლით სავსე დადიოდა. მამამისი ამ მოტოციკლით დადიოდა სამსახურში და ეტყობა წაიყვანა იმ დღეს მათემ. ბავშვმა მართვა იცოდა, მაგრამ ეტყობა დაატორმუზა და გადმოვარდა მოტოციკლიდან... არ ვიცი ამას როგორ უნდა შევეგუოთ. დიდი და პატარა ყველა ტირის", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ჩიხლაძეს, მაგრამ ისე განიცდის, რომ მომხდარზე საუბარი ვერ შეძლო. ის ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაუეა.

"შენ ჩვენთან უნდა ყოფილიყავი ჩვენო ვაჟკაცო, ჩვენო მათე! უნდა გეოცნება, გეღიმა, გესწავლა და გეცოცხლა ძალიან დიდხანს! დაუნდობელი და უსამართლოა დრო, რომელიც შენთვის საბედისწეროდ გაჩერდა! ჩვენს თვალწინ გაიზარდე ალალი, თბილი, შენი თვალების სითბო არასოდეს დამავიწყდება ჩემო ბიჭო! როგორ გვატკინე და დაგვწყვიტე გული შენს სკოლას, შენს მასწავლებლებს, კლასელებს! ასე ნაადრევად რატომ გაგვიფრინდი, ასე ტრაგიკულად ჩვენო ბიჭო! დღეიდან კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატება ცას და ეს შენ იქნები მათე! მუდამ იქნები ჩვენს გულებში, ჩვენს ხსოვნაში! მშვიდად განისვენე ჩვენო ბიჭო, ნაადრევად ფრთებშეკვეცილო და სიცოცხლეზე გულდაწყვეტილო", - წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ლია ჩიხლაძე.

წყარო: kvirispalitra.ge

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ახლახანს მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სად მოხდა შემთხვევა ახლახანს მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სად მოხდა შემთხვევა
თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს ავრცელებს”. რსებული ცნობებით,...
03.07.25
407
0
ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა იმ უნა­მუ­სომ მანქანის გაჩერების გამო" ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა იმ უნა­მუ­სომ მანქანის გაჩერების გამო"
ცნობილია ისანში მოკლული მამაკაცის ვინაობა - "მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი დარ­ჩა, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­ი­მე­ტა...
03.07.25
754
0