Website Demo » ჯანმრთელობა » 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ - სად გეგმავენ რეფორმის დაწყებას

16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ - სად გეგმავენ რეფორმის დაწყებას

16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ - სად გეგმავენ რეფორმის დაწყებას
ჯანმრთელობა
editor
რედაქტორი
06:00, 22 November 2024
191
0

ავსტრალიის მთავრობა  კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელმაც სოციალური ქსელების გამოყენება უნდა დაარეგულიროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანესის თქმით, შემოთავაზებული კანონპროექტები, რომლებიც მომავალ კვირას პარლამენტში იქნება განხილული, მიზნად ისახავს ავსტრალიელ ბავშვებზე სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენა შეამსუბუქოს.

"ეს არის დედებისთვის და მამებისთვის... ისინი, ისევე როგორც მე, ძალიან ზრუნავენ ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ინტერნეტში. მინდა, რომ ავსტრალიელმა ოჯახებმა იცოდნენ, რომ მთავრობა მშობლებს მხარს უჭერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთივს, ივნისში აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, ვივეკ მერთიმ კონგრესს მოუწოდა, სოციალური მედიის პლატფორმები დაავალდებულონ, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ისეთივე გამაფრთხილებელი ნიშნები ჰქონდეთ, როგორც სიგარეტის შეკვრაზეა. ექიმის განცხადებით, სოციალური მედია მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზის “მნიშვნელოვანი ფაქტორია.”

 

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)