უმძიმეს ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, ცნობილია მათი ვინაობა – „სულ ახლოს იყვნენ სახლთან და უცებ მათი მანქანა საპირისპირო მიმართულებით გადავიდა…“

უმძიმეს ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, ცნობილია მათი ვინაობა – „სულ ახლოს იყვნენ სახლთან და უცებ მათი მანქანა საპირისპირო მიმართულებით გადავიდა…“
შემთხვევა
21:30, 29 აპრილი 2025
722
0

27 აპრილს საღამოს 8 საათზე ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტომობილი, რომელსაც ქობულეთის სოფელ გორგაძეებში მცხოვრები მამაკაცი მართავდა, საპირისპირო მიმართულებით მომავალ ავტომობილს შეეჯახა და ამ მძიმე ავარიას ცოლ-ქმრის, მარინე ქათამაძის და თენგო ზოიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა, ასევე, საპირისპირო მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა ბიჭი. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი ხოფის ბაზრობიდან სახლში ბრუნდებოდა და სახლამდე მცირე მანძილი ჰქონდათ დარჩენილი.

მარინე ქათამაძე ქობულეთის სოფელ გორგაძეებში დაწყებითი კლასების პედაგოგი გახლდათ და მისი კოლეგები ძალიან განიცდიან მომხდარს.

„ეს დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა, ბათუმიდან სახლში ბრუნდებოდნენ, ხოფის ბაზრობაზე მაღაზია ჰქონდათ და იმას ამუშავებდნენ, იქიდან მოდიოდნენ, სულ ახლოს იყვნენ სახლთან, როცა ეს ავარია მოუხდათ. არ ვიცით, რა მოხდა, მათი ავტომობილი გზაზე გადასულა საპირისპირო მიმართულებით და შემხვედრ მანქანას დაეჯახა.

ტრაგედიის ადგილას მივედით, ეს სამწუხარო ამბავი რომ შევიტყვეთ. მარინე ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე კი – საავადმყოფოში გადაყვანის დროს. როგორც ვიცი, ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა.

მეორე მანქანაში მყოფებიც დაშავდნენ – ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ, ორნი და ისინიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ქალბატონი მარინე ქობულეთელია, სოფელ გორგაძეებში ცხოვრობდნენ, აქ იყო გათხოვილი და ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ. ასევე ძალიან მშრომელი ადამიანი იყო მისი მეუღლე – თენგო ზოიძე.

მათ ორი ქალიშვილი და შვილიშვილები ჰყავთ. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ.

როგორც იცით, ეს ტრაგედია ავტობანზე დატრიალდა. ჩვენი სოფლიდან ჩანს ეს გზა, ქალაქს უვლის გვერდს და მალევე, სოფლისკენ უნდა გადმოეხვიათ. დიდთოვლობის გამო, სკოლაში გაცდენები გვქონდა და ახლა ვანაზღაურებთ, ამიტომ, შაბათსაც იყო სკოლაში და გაკვეთილები ჩაატარა.

მერე, შაბათსვე, როგორც ვიცი, ნათესავის ქორწილი იყო ჩაქვში და იქ იყო ერთად ცოლ-ქმარი, მოილხინეს. მეორე დღეს, კვირას კი უკვე წავიდნენ ხოფის ბაზრობაზე, მაღაზიაში, რომელსაც ერთად ამუშავებდა ცოლ-ქმარი – გაკვეთილების შემდეგ მარინე მიდიოდა იქ და მუშაობდა.

ტრაგედია მოხდა საღამოს, 8 საათი ხდებოდა. ძალიან განვიცდით ყველანი,”- განუცხადა “კვირის პალიტრას” გორგაძეების სკოლის დირექტორმა მინდია მახარაძემ.

კვირის პალიტრა

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში... მამა სხვის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა....“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და შემაძრწუნებელ წერილს აქვეყნებს „თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში... მამა სხვის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა....“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და შემაძრწუნებელ წერილს აქვეყნებს
გონიოში ტრაგიკულად დაღუპული, მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. ნაზი ჯაიანი დეტალურად იხსენებს,...
25.06.25
1 126
0
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 281
0