სამარხვო ტარტალეტკები, რომელსაც ჩვეულებრივისგან ვერ გაარჩევთ – ჩვენი მკითხველის რეცეპტით

სამარხვო ტარტალეტკები, რომელსაც ჩვეულებრივისგან ვერ გაარჩევთ – ჩვენი მკითხველის რეცეპტით
ფოტო
20:30, 20 მარტი 2025
1 434
0

ინგრედიენტები გულსართისთვის

  • ნებისმიერი ჯემი – უმჯობესია მომჟავო

ინგრედიენტები კრემისთვის

  • ფქვილი - 4.00 სკ
  • შაქარი - 100.00 გრ
  • ვანილი
  • მარგარინი - 100.00 გრ
  • წყალი - 500.00 მლ

ინგრედიენტები ცომისთვის

  • მაიონეზი (სამარხვო) - 2.00 სკ
  • ცივი წყალი - 3.00 სკ
  • გამაფხვიერებელი - 0.50 ჩკ
  • შაქრის პუდრა - 1.00 სკ
  • მწიკვი მარილი
  • მარგარინი - 100.00 გრ
  • ფქვილი - 200.00 გრ

მომზადების წესი


კრემის მომზადება: წყალს დავამატოთ ფქვილი, შაქარი და შევდგათ ნელ ცეცხლზე, მუდმივი მორევით მოვხარშოთ. შემდეგ, გადმოვდგათ და ჩავამატოთ მარგარინი. კარგად ავურიოთ,მის სრულ გახსნამდე. დავაფაროთ ცელოფანი,ზედაპირთან კონტაქტში და ასე შევაგრილოთ, შემდეგ კი შევდგათ მაცივარში. ცივი კრემი ავთქვიფოთ ვანილთან ერთად.


გულისართისთვის გამოვიყენოთ ნებისმიერი ჯემი, უმჯობესია მომჟავო.


ცომის მომზადება: ფქვილს ჩავახეხოთ ცივი მარგარინი და ხელით გავაფხვიეროთ, დავამატოთ მარილი, პუდრა, გამაფხვიერებელი, მაიონეზი და ცივი წყალი. ცომი დიდხანს არ უნდა დავამუშავოთ, უბრალოდ შევკრათ გუნდად და ჩავდოთ ცელოფანში. მოვათავსოთ მაცივარში, მინიმუმ 30 წუთით. შემდეგ დავყოთ პატარა გუნდებად და ჩავდოთ ტარტალეტკის ფორმებში (უცხიმოდ). შუაგული დავჩხვლიტოთ ალაგ-ალაგ, ჩანგლით და შევდგათ საყინულეში, ცომის გამყარებამდე.


შემდეგ კი, გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.


აწყობა: ცივ ტარტაკეტკებს შუაგულში დავადოთ ჯემი და დავფაროთ კრემით


ეს რეცეპტი ზიზი ბერაიას ეკუთვნის

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 266
0
„ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს „ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. „ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა...
29.05.25
1 375
0