„უგემრიელესია, არ ინანებთ ამის მომზადებას“ - წითელი ბულგარული წიწაკა ზეთში

„უგემრიელესია, არ ინანებთ ამის მომზადებას“ - წითელი ბულგარული წიწაკა ზეთში
ფოტო
20:57, 17 მარტი 2025
7 297
0

ინგრედიენტები

  • ძმარი - 0.5 ლ
  • ზეთი - 0.5 ლ
  • შაქარი - 150 გ
  • მარილი - 1 სკ
  • ნიახური - 2 კონა
  • ნიორი - 300 გ
  • დაფნის ფოთოლი - 10 ცალი
  • შავი პილპილი - 10 მარცვალი
  • ბაჰარის პილპილი - 10 მარცვალი

მომზადების წესი

ბულგარულს უნდა ამოვაცალოთ თესლები კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი შაქარი დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ბაჰარის მარცვლები მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ, ჩავაწყოთ ბულგარული ერთი ფენა, ისე რომ ზემოდან სითხით დაიფაროს, ვადუღებთ ( ვთუშავთ) 10-15 წუთი (თავადაც მიხვდებით ჩანგლით, მოხარშულია თუ არა) ამოვალაგოთ ქაფქირით, ამოღებული ბულგარული ჩავტენოთ ქილებში და ფენებშუა ჩაურთოთ დაჭრილი ნიახური და დაჭრილი წვრილად ნიორი, ასევე მოვთუშოთ დანარჩენი ბულგარული (ნახევარს როცა მოთუშავთ, წვენში შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მარილი ისევ, მაგ.0.5ჩ/კ, რომ მარილი არ დააკლდეს) როცა ყველას მოვთუშავთ თავისივე ნახარში ჩავასხათ ქილებში ( პირამდე არა, ნახევრად რომ იყოს) დავაფაროთ სახურავები და დავდგათ გასასტერილებლად 30 წუთით, შემდეგ კი მოვხუფოთ. ვისაც ცოტა მწარე მოსწონს, შეუძლია დაამატოს ფენებში დაჭრილი ცხარე წიწაკა. ერთი კილო ბულგარული კარგად დატენილი ეტევა ერთ ლიტრიან ქილაში

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 260
0
„ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს „ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. „ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა...
29.05.25
1 370
0