„ეს რეცეპტი ჯერ ბებიაჩემმა დედაჩემს ასწავლა, ახლა კი მე მასწავლეს და სულ ასე ვამზადებ... სასწაული გამოდის, თითებს რომ ჩაიკვნეტ ისეთია“ - სახლში მომზადებული ბადრიჯნის ხიზილალა

„ეს რეცეპტი ჯერ ბებიაჩემმა დედაჩემს ასწავლა, ახლა კი მე მასწავლეს და სულ ასე ვამზადებ... სასწაული გამოდის, თითებს რომ ჩაიკვნეტ ისეთია“ - სახლში მომზადებული ბადრიჯნის ხიზილალა
ფოტო
18:56, 19 მარტი 2025
6 362
0

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 6 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 4 ცალი
  • პომიდორი - 5 ცალი
  • ნიორი - 3 კბილი
  • მარილი
  • შაქარი
  • მზესუმზირის ზეთი - 30 მლ
  • ხახვი - 2 ცალი

მომზადების წესი

ბადრიჯანი გამოაცხვეთ ღუმელში დარბილებამდე, შეგიძლიათ ბადრიჯანი მოხარშოთ წყალში, არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და გათალეთ. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და გარეცხეთ. შემდეგ აიღეთ ხახვი, გაფცქვენით და გარეცხეთ.

ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ვისაც ცხარე უყვარს, შეუძლია ცხარე წიწაკა დაუმატოს. გარეცხეთ პომიდორი და ასევე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 35-40 წუთის განმავლობაში, დროდადრო აურიეთ. 20 წუთის მომზადების შემდეგ დაასხით მზესუმზირის ზეთი, დაამატეთ შაქარი და მარილი გემოვნებით. მომზადებულ ხიზილალას დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოურიეთ.

 

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა....
13.09.25
46
0
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია
ბიჭი პაემნიდან გაიპარა, გოგონას კი 10 000$ -ის გადახდა მოუწია...
13.09.25
1
0