„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს ემშვიდობებიან

„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს ემშვიდობებიან
შემთხვევა
16:36, 18 მარტი 2025
1 338
0

ლანჩხუთში, ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, ნიკა გვარჯალაძეს ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ემშვიდობება.

„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი. თითქოს, მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე. ასეც იყო, დადიოდა და დაატარებდა მზეს, გვიზიარებდა სიხარულს და სიცოცხლის სიყვარულს. მაინც როგორ შეძლო ერთნაირი ღირსებით შეესრულებინა შვილის, ძმის, შვილიშვილის, მეგობრის, მოსწავლის, სტიქაროსნის მოვალეობა?!

ახლა ვხვდებით, ჩვენი არ ყოფილა, ცის და ღმერთის საკუთრება ყოფილა. აი, რატომ მოასწრო გაეცნო ყველას, აი რატომ დაუთესავს ამდენი სიკეთე.

უკვე გვიჭირს უშენობა. როგორ ვიცხოვროთო აწი? – შენმა მეგობრებმა, როგორ გაუსწორონ თვალი შენზე უზომოდ მზრუნველ და მოსიყვარულე გიოს? რით ვანუგეშოთ შენი მონატრებული და შვილებზე გადაყოლილი დედა? რა მძიმეა შენი ვაჟკაცი და მებრძოლი მამის გამხნევება.

ყველასთვის უდიდესი ტკივილი ხარ. ვერ ვხსნით უფლის განგებას. ნათქვამია: „სიკვდილი არა ასაკს, არამედ სიყვარულს ზომავს – ვის როგორ მოაგონდებაო!“ შენ კი, ნიკა, განუზომელი სიყვარული მოიპოვე. გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები ჩვენო საკუთარო „ღიმილის ბიჭო“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ქუთაისში ძალიან მძიმე ავარია მოხდა სამწუხაროდ , ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა (ვიდეო) ქუთაისში ძალიან მძიმე ავარია მოხდა სამწუხაროდ , ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა (ვიდეო)
ქუთაისში ძალიან მძიმე ავარია მოხდა სამწუხაროდ ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა (ვიდეო)...
19.07.25
191
0
სად იპოვეს სამტრედიაში, დაკარგული რეზო რუხაძე ,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს. სად იპოვეს სამტრედიაში, დაკარგული რეზო რუხაძე ,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.
სამტრედიაში დაკარგული, 22 წლის რეზო რუხაძე იპოვეს. ბიჭს 17 ივლისიდან ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო...
19.07.25
1 376
0