15 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა – ის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე იყო

15 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა – ის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლე იყო
შემთხვევა
15:01, 16 მარტი 2025
423
0

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ავტოავარიამ 15 წლის ნიკოლოზ გვარჯალაძე იმსხვერპლა. 

„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი. თითქოს მზეს გამოპარვოდა, ჩვენთვის რომ მოეტანა სითბო და სინათლე. ასეც იყო, დადიოდა და დაატარებდა მზეს, გვიზიარებდა სიხარულს და სიცოცხლის სიყვარულს. მაინც როგორ შეძლო ერთნაირი ღირსებით შეესრულებინა შვილის, ძმის, შვილიშვილის, მეგობრის, მოსწავლის, სტიქაროსნის მოვალეობა?!

ახლა ვხვდებით, ჩვენი არ ყოფილა, ცის და ღმერთის საკუთრება ყოფილა. აი, რატომ მოასწრო გაეცნო ყველას, აი რატომ დაუთესია ამდენი სიკეთე.

უკვე გვიჭირს უშენობა. როგორ ვიცხოვროთო აწი? – შენმა მეგობრებმა, როგორ გაუსწორონ თვალი შენზე უზომოდ მზრუნველ და მოსიყვარულე გიოს? რით ვანუგეშოთ შენი მონატრებული და შვილებზე გადაყოლილი დედა? რა მძიმეა შენი ვაჟკაცი და მებრძოლი მამის გამხნევება.

ყველასთვის უდიდესი ტკივილი ხარ. ვერ ვხსნით უფლის განგებას. ნათქვამია: ,,სიკვდილი არა ასაკს, არამედ სიყვარულს ზომავს-ვის როგორ მოაგონდებაო!” შენ კი, ნიკა, განუზომელი სიყვარული მოიპოვე. გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები ჩვენო საკუთარო ,,ღიმილის ბიჭო” – ემშვიდობება ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებელი ინგა აფხაძე თავის მოსწავლეს.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 234
0
„ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს „ვინც მოგისპო ცხოვრება იმან ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი“ - მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. „ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა...
29.05.25
871
0