ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
შემთხვევა
19:46, 15 მარტი 2025
1 746
0

“მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა”, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება.

“ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა”, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

წყარო

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ვრცლად ნახეთ...
26.12.25
11 970
0
სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის...
25.12.25
7 797
0

россериал