Website Demo » შემთხვევა » მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲

მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲

მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲
შემთხვევა
editor
რედაქტორი
12:30, 13 October 2024
327
0

4 ოქ­ტომ­ბერს მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ორ­სულ ქალს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც 40 წლის ნანა ბა­სი­ლა­ია ქუ­ჩას კვეთ­და. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დღეს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ნანა ბა­სი­ლა­ი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი ყ­ვე­ბა, რომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დი­ლის სა­ა­თებ­ში მოხ­და. “მძღო­ლი ნას­ვა­მი ყო­ფი­ლა, ისიც სალ­ხი­ნო­და­ნაა, გვა­რად ლა­ზა­რია, ნა­ნას მე­ზო­ბე­ლი. თბი­ლი­სი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ყო­ფი­ლა და მან­ქა­ნით სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­მო­სუ­ლა, ნანა მას­წავ­ლე­ბე­ლია და სკო­ლი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და, მან­ქა­ნა დიდი სის­წრა­ფით გა­მო­ვარ­დნი­ლა, ქალი კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლა, არ ელო­და, იქამ­დე თუ მი­აღ­წევ­და, წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მან­ქა­ნამ ქალი ჰა­ერ­ში ააგ­დო… მძღო­ლი ად­გი­ლი­დან არც მი­მა­ლუ­ლა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და. ნანა მე­ო­რე შვილ­ზე იყო ორ­სუ­ლად. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ქალი მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში, ექი­მებ­მა მა­შინ­ვე თქვეს, რომ ქალს ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ქი­რურგს მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე უთ­ქვამს, ტვი­ნი მკვდა­რი­აო… სა­წყა­ლი ქალი, 5 დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, ვერ წარ­მო­იდ­გენთ… მას პა­ტა­რა გო­გო­ნა დარ­ჩა“. ტრაგიკულად დაღუპულ ორსულ ქალს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან: „რამხელა ტრაგედიაა, ვიზიარებთ“. „ოჯახს გამძლეობა, ერთდროულად შვილიც დაკარგო და ჯერ არ დაბადებული ბავშვიც“. „ღმერთო, რა საშინელი ამბავია, რატომ?“, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)