„უთხრეს, დედაშენი გარდაიცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული…“ – ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში

„უთხრეს, დედაშენი გარდაიცვალაო, ჩამოფრინდა და 14 წლის შვილი დახვდა გაყინული…“ – ტრაგედია ემიგრანტი ქალის ოჯახში
შემთხვევა
13:53, 17 მარტი 2025
1 002
0

ლანჩხუთში, ავარიის დროს დაღუპული მოზარდი 15 წლის ნიკოლოზ გვარჯალაძეა. როგორც შოთო სიხარულიძე წერს, მას დედა ემიგრანტი ჰყავდა.

„მკვდარი იყო შვილი და ნინოს უთხრეს, დედა გარდაგეცვალაო, ემიგრანტ დედას იტალიაში ასეთი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩამოფრინდა და დედა ცოცხალი დახვდა და მისი 14 წლის შვილი გაყინული…

ნინო ამბობდა, მოვდივარ, დედა, მალე ჩაგეხუტებიო, ეს რა დღე გამითენდა, რა მწარე ხარ, ჩემო დედაო და სინამდვილეში, მისი ანგელოზი შვილი აღარ ჰყავდა… 

ორი დღეა, მხოლოდ ამ ბავშვზე და მის გაუბედურებულ დედაზე მეფიქრება. ამაზე დიდი უსამართლობა არ არსებობს, დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს…  რა ვთქვა, არ ვიცი. ყველას გული გაგვიხლიჩე, ღმერთო, რატომ?! როგორი კეთილი, ლამაზი, ტკბილი, ყურადღებიანი, ყველასაგან გამორჩეული ნიკოლოზი დააკლდა ლანჩხუთს… გლოვობს ჩემი ლანჩხუთი. გამძლეობა შენს ემიგრანტ დედას, უფალს ებარებოდე ნიკოლოზ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁
ახლახანს გახდა ცნობილი, ყველა დამწუხრებულია ამას ვერავინ წარმოიდგენდა – ცნობილი პოლიტიკოსი გარდაიცვალა 🙁 ვრცლად ნახეთ...
26.12.25
11 970
0
სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობას – რა გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლისთვის მთავრობამ, ძლიან მაგარი მაბავია, ამას არავინ ელოდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის...
25.12.25
7 797
0

россериал