Website Demo » პოლიტიკა » “მე ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით ქუჩაში გადაადგილება და აქციებში მონაწილეობა აიკრძალოს, ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება?“ - მამუკა მდინარაძე

“მე ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით ქუჩაში გადაადგილება და აქციებში მონაწილეობა აიკრძალოს, ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება?“ - მამუკა მდინარაძე

“მე ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით ქუჩაში გადაადგილება და აქციებში მონაწილეობა აიკრძალოს, ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება?“ - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა
editor
რედაქტორი
11:00, 08 December 2024
76
0

“მე პი­რა­დად ვიქ­ნე­ბი ინი­ცი­ა­ტო­რი იმი­სა, რომ ნიღ­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა ქუ­ჩა­ში და აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის იყოს აკ­რძა­ლუ­ლი. ხომ ხე­დავთ, რამ­ხე­ლა პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა, ქვებს ის­ვრი­ან, სპეც­რაზმს ეს­ვრი­ან. ვერ ვხვდე­ბით ვინ არის, ან მი­აგ­ნებ ან ვერა, ახლა ვი­ღა­ცა ჟურ­ნა­ლისტს თავს და­ეს­ხა, ან მი­აგ­ნებ ან ვერა, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ეს არის ჩემი აზრი“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის ინი­ცი­ა­ტი­ვას სჭირ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მხარ­და­ჭე­რა და თვლის, რომ ამ თე­მას ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა. მან­ვე მი­მარ­თა ოპო­ნენ­ტებს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მათ­თვის ნიღ­ბით რომ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან უცხო პი­რე­ბი.

“მე და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ვლა­პა­რა­კობ­დით ამ თე­მა­ზე გუ­შინ და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლიც ამ აზ­რზეა, ვიცი, მაგ­რამ ახლა მო­ვი­და ეს მო­მენ­ტი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მხარს და­მი­ჭე­რენ ჩემი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ ნიღ­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა... ვი­საც უნდა ჩა­მო­იც­ვამს ნი­ღაბს, ხან პო­ლი­ცი­ელს ქვას ეს­ვრის, ხან ჟურ­ნა­ლისტს გა­ლა­ხავს, ხან ოპე­რა­ტორს თავს და­ეს­ხმე­ბა და მერე გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ირ­ბი­ნონ ქუჩა-ქუჩა, აბა იქ­ნებ თვა­ლე­ბით იც­ნოს ვი­ღა­ცა­მო. რე­ა­ლუ­რად, ამას სჭირ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მხარ­და­ჭე­რა, რა­ზეც მე პი­რა­დად, რო­გორც ერთი ადა­მი­ა­ნი და ერთი დე­პუ­ტა­ტი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტო­რიც ვიქ­ნე­ბი და თა­ნახ­მაც ვარ და მე მგო­ნია, რომ ამ სა­კითხს ექ­ნე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჩვე­ნე­ბის მხრი­და­ნაც. ვკი­თხოთ, აბა, ჩვენს ოპო­ნენ­ტებ­საც, ნიღ­ბით რომ დარ­ბი­ან ვი­ღაც მავ­ნებ­ლე­ბი თუ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი, უფრო პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი, იქ­ნე­ბი­ან თუ არა თა­ნახ­მა? ეს არის ჩემი გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ მა­რაზმზე, რაც ვნა­ხე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძეს და ოპე­რა­ტორს პირ­და­პირ ეთერ­ში მუ­შა­ო­ბი­სას თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)