Website Demo » პოლიტიკა » "... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?

"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?

"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?
პოლიტიკა
editor
რედაქტორი
22:30, 01 November 2024
62
0

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რი­სას კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვით, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში ვტო­ვებთ ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით, არა­ვინ, არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ შევა პარ­ლა­მენ­ტში, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ყალ­ბე­ბის სამ­ხი­ლე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო იმ გა­ყალ­ბე­ბის სამ­ხი­ლე­ბის წარ­დგე­ნა მათ­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც არის ოპო­ზი­ცი­ურ ფრონტზე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვით, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში ვტო­ვებთ ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით. არა­ვინ, არ­ცერთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ შევა პარ­ლა­მენ­ტში, რო­მე­ლიც ფორ­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბაც ექ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. და­ბო­ლოს, დღეს ჩვენ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს კი­დევ ერთხელ ავუხ­სე­ნით, რომ ჩვე­ნი გეგ­მე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წილს შე­ად­გენს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ხან­გრძლი­ვი, გან­გრძო­ბა­დი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ ნა­წილ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ან­გა­რიშს დარ­ღვე­ვებ­სა და გა­ყალ­ბე­ბა­ზე, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ კი "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მხა­რე­ებს შო­რის დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­სა და პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ ორ­შა­ბათს, 4 ნო­ემ­ბერს და­ა­ა­ნონ­სა.

"შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ. ეს ეხე­ბა დარ­ღვე­ვებს, გა­ყალ­ბე­ბის სქე­მებს, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი მო­ი­პა­რეს. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე არ ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფოტო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - ეს გა­დაგ­ზავ­ნი­ლიც აქვთ და ნა­ნა­ხიც, აქ იყო ან­გა­რი­ში, პრე­ზენ­ტა­ცია სლა­ი­დებ­ზე და­ჯა­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მათ შო­რის, სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და იყო და­ბეჭ­დი­ლი სა­ხით და­რი­გე­ბუ­ლი.

სა­უ­ბა­რი იყო, ძი­რი­თა­დად, ამ სა­კი­თხებ­ზე, თუმ­ცა, კი­თხვე­ბი და­ის­ვა ასე­ვე პრო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით - რას ვა­პი­რებთ, რო­გორ ვგეგ­მავთ და ამა­ზეც პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცით. ვუ­თხა­რით, რომ იქ­ნე­ბა ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი, რო­გორც წავა პრო­ცე­სე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ეს იქ­ნე­ბა უწყვე­ტი, ყო­ველ მე­ო­რე დღეს თუ რო­გორ იქ­ნე­ბა, ამა­ზე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ამა­ზეც იყო დის­კუ­სია, მათ შო­რის, მათ­გა­ნაც იყო კი­თხვე­ბი. დის­კუ­სია იყო იმა­ზე, თუ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­ხი­ლუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა დრო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

 

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)