მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
პოლიტიკა / ფოტო
21:05, 12 ნოემბერი 2025
376
0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს...
12.11.25
376
0
“იზრდება პენსია, ასევე, გათვალისწინებულია სოციალური გასაცემლების და ხელფასების ზრდაც” – ცნობილია, ვინ რამდენი ლარით მეტს მიიღებს იანვრიდან? “იზრდება პენსია, ასევე, გათვალისწინებულია სოციალური გასაცემლების და ხელფასების ზრდაც” – ცნობილია, ვინ რამდენი ლარით მეტს მიიღებს იანვრიდან?
“იზრდება პენსია, ასევე, გათვალისწინებულია სოციალური გასაცემლების და ხელფასების ზრდაც” – ცნობილია, ვინ რამდენი ლარით...
12.11.25
4 147
0

россериал