როგორ გააბეს მახეში პრანკერებმა სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი და რა დააფქვევინეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერებს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

როგორ გააბეს მახეში პრანკერებმა სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი და რა დააფქვევინეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერებს

როგორ გააბეს მახეში პრანკერებმა სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი და რა დააფქვევინეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერებს
პოლიტიკა
16:02, 30 აპრილი 2025
383
0

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილსა და უჩა ნანუაშვილზე საუბრობს, რომლებსაც რუსი პრანკერები გარი კასპაროვისა და პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ. ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ ომბუდსმენს კითხეს - ვინ აღვივებს საპროტესტო განწყობებს საქართველოში, საიდან გაჩნდნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები მომიტინგეების რიგებში და რა სახის დახმარება სჭირდება ოპოზიციას?

ექსპრეზიდენტმა პრანკერებს უთხრა, რომ "ოპოზიციას კრიტიკულად აკლია თანხები და ევროპა ნელა მოქმედებს". გავრცელებული მასალა მმართველი გუნდისთვის იმის აღიარებაა, რომ მათი ოპონენტები თანხებს დესტაბილიზაციისთვის ითხოვენ.

პრანკერების ინფორმაციით, ისინი სალომე ზურაბიშვილს გარი კასპაროვის სახელით პირად ფინანსურ დახმარებას და ამერიკის მთავრობისთვის ინფორმაციის გადაცემას დაჰპირდნენ. საპასუხოდ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ USAID-ისა და ევროპული ფონდებისგან შეჩერებული დაფინანსების შემდეგ, საპროტესტო აქტივობის გასაგრძელებლად, განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს მედია და არასამთავრობო სექტორი, რომლის ნაწილმაც ანგარიშები სხვა ქვეყნებში გახსნა. ახალი კანონმდებლობის შემდეგ საელჩოების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაზე ესაუბრა პრანკერებს უჩა ნანუაშვილიც, რომელმაც პარალელი გაავლო მაიდნის მოვლენებთან. ახსენა არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებებიც.

ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი ომბუდსმენი საკუთარ განცხადებებზე განმარტებებს არ აკეთებენ. არც უჩა ნანუაშვილი პასუხობს სატელეფონო ზარებს და არც სალომე ზურაბიშვილი მედიის შეკითხვებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შინაარსში არ შედიან ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ექსპრეზიდენტთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავენ. განსხვავებით ოპოზიციის მეორე ნაწილისგან.

"ქართული ოცნების" შეფასებით კი, სწორედ შინაარსი ადასტურებს, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ხმარდებოდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან პრანკერების ზარის შესახებ ვიდეომასალა დღეს გავრცელდა.

რუსთავი 2

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
უმუშევრად დარჩენილი დავით დოიაშვილი საქართველოდან წავიდა და კომუნისტურ სახელმწიფოში იწყებს მუშაობას - რომელ ქვეყანაში მიაშურა რეჟისორმა? უმუშევრად დარჩენილი დავით დოიაშვილი საქართველოდან წავიდა და კომუნისტურ სახელმწიფოში იწყებს მუშაობას - რომელ ქვეყანაში მიაშურა რეჟისორმა?
დავით დოიაშვილი საქმიანობას ჩინეთში განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, მან შანხაის თეატრთან კონტრაქტი გააფორმა. რეჟსორის...
05.05.25
630
0
თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს - უცნობი მას ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა თბილისში ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს - უცნობი მას ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა
თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს. სადგურის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც...
05.05.25
714
0