Website Demo » კულინარია » "ნაცადი რეცეპტია... ასე გემრიელად მომზადებული ორაგული, ცხოვრებაში არ მიჭამია" - შემწვარი ორაგული სოკოს ფლავთან ერთად

"ნაცადი რეცეპტია... ასე გემრიელად მომზადებული ორაგული, ცხოვრებაში არ მიჭამია" - შემწვარი ორაგული სოკოს ფლავთან ერთად

"ნაცადი რეცეპტია... ასე გემრიელად მომზადებული ორაგული, ცხოვრებაში არ მიჭამია" - შემწვარი ორაგული სოკოს ფლავთან ერთად
კულინარია
editor
რედაქტორი
10:30, 24 November 2024
389
0

ინგრედიენტები

  • პაპრიკა - 2 სკ
  • ორეგანო - 2 სკ
  • ბაზილიკი - 2 სკ
  • ძირა - 2 სკ
  • ხორცის სუნელი - 2 სკ
  • ნივრის ფხვნილი - 2 სკ
  • წითელი წიწაკა
  • მარილი
  • ზეთი
  • ლიმონის წვენი ან ძმარი - 2 სკ
  • ორაგული
  • სოკო
  • ხახვი
  • ბრინჯი

მომზადების წესი

ორაგულის მომზადება:

გრილში შევწვი მე, თუმცა ნებისმიერ ღუმელშიც იმავენაირად მოამზადებთ. გასუფთავებული ორაგულის ნაჭრები დავაბასტურმოთ წინასწარ: 2-2 სადილის კოვზი პაპრიკა, ორეგანო, ბაზილიკი ძირა, ხორცის სუნელი, ნივრის ფხვნილი, წითელი წიწაკა-გემოვნებით, მარილი, ზეთი, ძმარი ან ლიმონის წვენი (მე სოიოს სოუსიც დავამატე, თუმცა ამის გარეშეც ძალიან გემრიელია). ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და თევზის ნაჭრებს წავუსვათ ყოველი მხრიდან. ჯამს, რომელშიც მოვათავსებთ თევზს დავაფაროთ თავსახური. 1 საათის შემდეგ გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე (მე გრილში შევწვი და დამჭირდა 20 წუთი, 10 წუთი ერთი და 10 წუთი მეორე მხრიდან).

 

ფლავის მომზადება:

გარეცხილი სოკო, დავბრაწე ხახვთან ერთად და დავასხი 2- ჯერ მეტი წყალი, ბრინჯი მქონდა ცალკე გარეცხილი. წყალი სოკოთი და ხახვით რომ ადუღდა დავუმატე მარილი, შავი პილპილი და ბრინჯი, რამდენიმე გარეცხილი დაფნის ფოთოლიც (მე დიდი ინტერესი მქონდა და კურკუმაც დავუმატე). გამოდის უგემრიელესი!

 

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)