განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი და 2 მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი და 2 მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა?

განაჩენი ცნობილია: რა სასჯელი შეუფარდეს კაცს, რომელმაც ცოლი და 2 მეგობარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა?
შემთხვევა
01:15, 03 მაი 2025
637
0

2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პირი გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა  გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა  მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად  ადგილზე გარდაიცვალნენ.  აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა.  მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11,109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“  პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - წერია განცხადებაში. 

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა....
10.10.25
694
0
ძლიერი მიწისძვრა მოხდა ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა მოხდა...
10.10.25
27
0