რუსეთის პრეზიდენტი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს. » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

რუსეთის პრეზიდენტი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკა
22:37, 10 ოქტომბერი 2025
220
0

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყანა ახალ იარაღს ავითარებს, რომლის ტესტირებაც წარმატებით მიმდინარეობს.

ვფიქრობ, მალე გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი იარაღის შესახებ. მათი ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის იარაღი ინოვაციისა და თანამედროვეობის ძალიან მაღალ დონეზეა.

„ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალის ინოვაციურობა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელმწიფოს.  ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად ვავითარებთ. ყველაფერი, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდი, ვითარდება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბევრს აკეთებს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კრიზისების მოსაგვარებლად.

პუტინის თქმით, რუსეთი და აშშ ალასკაში უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ მიღწეული შეთანხმებების ერთგული რჩებიან. ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთის პასუხი „ტომაჰავკის“ რაკეტების კიევისთვის შესაძლო გადაცემაზე საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება იქნება.

„ჩვენი პასუხია რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება“, – განაცხადა პუტინმა.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
საზარელ ავარიას 33 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა....
10.10.25
689
0
ძლიერი მიწისძვრა მოხდა ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ძლიერი მიწისძვრა მოხდა...
10.10.25
27
0