შვილმა კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

შვილმა კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს

შვილმა კორპუსის სადარბაზოში, მამას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს
შემთხვევა
23:12, 12 სექტემბერი 2025
770
0

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მამის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ბრალდებულმა მამას, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები...
02.11.25
5 972
0
“დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს “დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს
დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც...
19.10.25
3 538
0

россериал