დარიჩინის ფუნთუშები - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ, თუ ერთფეროვანი დესერტი მოგბეზრდათ
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- რძე – 250 მლ
- საფუარი – 1 ს.კ.
- სპრედი „ოდა“ – 75 გრ
- შაქარი – 60 გრ
- კვერცხი – 2 ც.
- ფქვილი – 600 გრ
- გამაფხვიერებელი – 1 ს.კ.
- ვანილი – 2 ჩ.კ.
- მარილი – ½ ჩ.კ.
შიგთავსისთვის:
- სპრედი „ოდა“ – 110 გრ
- ყავისფერი შაქარი – 150 გრ
- დარიჩინი – 2 ს.კ.
კრემისთვის:
- შაქრის ფხვნილი – 70 გრ
- სპრედი „ოდა“ – 60 გრ
- კრემყველი – 200 გრ
მომზადების პროცესი:
-
შეგვიძლია დავიწყოთ! თასში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ საფუარი. კარგად აურიეთ, სანამ საფუარი აქტიურდება.
-
ამ დროს, ორთქლზე გაადნეთ სპრედი „ოდა“, რომელიც ამზადებს უფრო გემრიელ და ჯანსაღ საკონდიტრო ნაწარმს, რადგან არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს.
-
საფუარიან რძეში ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, კვერცხი, გამდნარი სპრედი, ფქვილი (გამაფხვიერებელთან ერთად), მარილი და ვანილი. კარგად მოზილეთ და გადაიტანეთ სუფთა თასში. დაფარეთ გრინის ცელოფანით და გააჩერეთ თბილ ადგილზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ცომი ორჯერ გაიზრდება ზომაში!
-
როცა ცომი მზად იქნება, გადაიტანეთ დაფაზე და კვლავ დააზილეთ. გააბრტყელეთ 3-5 მმ სისქეზე, და წაუსვით შიგთავსისთვის განკუთვნილი გამდნარი სპრედი. შემდეგ დააყარეთ ყავისფერი შაქარი და დარიჩინი, შემდეგ გაახვიეთ რულეტივით.
-
მიღებული რულეტი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. დააყოვნეთ კიდევ 30 წუთით, რომ ცომი კარგად ამოვიდეს.
-
შემდეგ გაცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ფუნთუშები 30-35 წუთის განმავლობაში.
-
კრემისთვის: კარგად გათქვიფეთ სპრედი „ოდა“, კრემყველი და შაქრის ფხვნილი. მიღებული კრემი ცხელი ფუნთუშების ზედაპირზე წაუსვით. გემრიელად მიირთვით! 😋
საუკეთესო შედეგისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა ტიპის კრემიც, როგორიცაა ვანილის კრემი 🌟
„ოდა“ – ქართულ სპრედი, რომელიც არ შეიცავს ტრანსცხიმებს და ქოლესტერინს. შეგიძლიათ მოიძიოთ ქვეყნის მასშტაბით მარკეტებსა და სუპერმარკეტებში.