18 წლის ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზე? » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

18 წლის ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზე?

18 წლის ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა - რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზე?
შემთხვევა
18:25, 18 მარტი 2025
1 366
0

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 21 წლის გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, ლუკა შენ­გე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 16 მარტს, ლუკა შენ­გე­ლი­ამ ჩა­ი­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას, ასე­ვე. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მი­მალ­ვის ან შემ­დეგ­ში კვლავ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ა­სა და ლუკა შენ­გე­ლი­ას შო­რის თავ­და­პირ­ვე­ლად მოხ­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც შემ­დგომ­ში გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მისი თქმით, ამ დროს შენ­გე­ლი­ამ ამო­ი­ღო დანა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას მუც­ლის არე­ში ჩა­არ­ტყა, შე­დე­გად ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით და­ზი­ან­და ღვიძ­ლი, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გა. პრო­კუ­რო­რის თქმით, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.

“თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ და­არ­ტყა ლუკა შენ­გე­ლი­ამ გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას დანა… ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უკი­დუ­რე­სად და­უნ­დო­ბე­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მუც­ლის არე­ში გარ­დაც­ვლილს. ეს მი­ა­ნიშ­ნებს შემ­დეგს - სა­შიშ­რო­ე­ბაა იმი­სა, რომ გაგ­რძელ­დე­ბა მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამის აღ­საკ­ვე­თად კი სა­ჭი­როა მისი უპი­რო­ბო იზო­ლა­ცია- პა­ტიმ­რო­ბა” , - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ვერ ასა­ბუ­თებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას ან მი­ი­მა­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, არ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბით მი­მარ­თა.

“ის თა­ვად გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, და­უ­კავ­შირ­და ის­ნის პო­ლუ­ცი­ის უფ­როსს და თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას. ის აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. ამ­ბობს, რომ კონ­ფლიქ­ტი მას არ და­უ­წყია. ის ზრდის თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან ძმას, შე­სა­ბა­მი­სად და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი. ემ­ზა­დე­ბო­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ში ამო­ყო თავი”, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ.

“ინ­ცი­დენ­ტი რაც მოხ­და, მე იქი­დან გა­ვი­ქე­ცი იმ მიზ­ნით, რომ დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ შე­ში­ნე­ბუ­ლი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი… მე გაქ­ცე­ვა არ მინ­დო­და, არც და­მალ­ვა არ მინ­დო­და. ვა­ღი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს”, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ სხდო­მა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში 15 მარტს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 21 წლის ბიჭი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახა­ლა­ია დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ბრალ­დე­ბულ ლუკა შენ­გე­ლი­ას 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები...
02.11.25
3 494
0
“დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს “დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს
დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც...
19.10.25
3 536
0

россериал