„შევიტან განცხადებას პროკურატურაში ამ არამზადა, მატყუარა და ცილისმწამებლის წინააღმდეგ" - ბუღაძე შემზარავად აღელდა და ადგილს ვერ პოულობს?

„შევიტან განცხადებას პროკურატურაში ამ არამზადა, მატყუარა და ცილისმწამებლის წინააღმდეგ" - ბუღაძე შემზარავად აღელდა და ადგილს ვერ პოულობს?
შემთხვევა
22:28, 29 აპრილი 2025
824
0

დღევანდელ საგამოძიებო კომისიაზე პოეტი,ს აქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი გამოიკითხა.

გონაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს „ევრაზიული ფონდის ერთ-ერთ პროექტში, განმარტებული იყო, იმისათვის რომ მომავალში საქართველო იყოს ძლიერი საჭიროა დაივიწყოს წარსული, შერჩეულიც ჰყავდათ რამდენიმე პიროვნება, ლაშა ბუღაძე დამამახსოვრდა, რადგან მან ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და თამარ მეფეზე შემზარავი ნაწარმოები დაწერა და მოგვიანებით ნაწარმოები „ოქროს ხანა", სადაც საუბარი იყო როგორი ჩამორჩენილი ქვეყანაა საქართველო, როგორ უნდა მამაკაცს მამაკაცზე დაქორწინება და ა.შ."

აღნიშნულ განცხადებას სოციალური ქსელით მწერალი ლაშა ბუღაძე გამოეხმაურა.

„ამ ცილისმწამებელ კაგებეშნიცა მაყვალა გონაშვილს, შევარდნაძის დროინდელ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ეტყობა დავალება მიეცა სუსისგან, რომ ბინძური პროპაგანდა ავრცელოს ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ - თურმე როგორ მავალებდა ევრაზიის ფონდი ისე წერას, რომ მიზანი საქართველოს "წარსულის დავიწყება" ყოფილიყო. თუ რამეს ვწერ, უმეტესად სწორედ იმას, რომ საქართველოს ახსოვდეს თავისი წარსული - ახსოვდეს რუსული ტერორის ისტორია და მისი აგენტების მიერ ჩადენილი ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ივანიშვილის პროკურატურას არ ვენდობი, მაგრამ მე მაინც შევიტან განცხადებას პროკურატურაში ამ არამზადა, მატყუარა და ცილისმწამებელი მაყვალა გონაშვილის წინააღმდეგ, რადგან როცა ივანიშვილი გადავარდება და დემოკრატიული ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, ეს განცხადება ამოიღონ და პასუხი მოეთხოვოს ტყუილის, ცილისწამებისა და რუსული დავალებების შესრულებისათვის. ნუ გგონიათ, რომ შეგრჩებათ!", - წერს ბუღაძე.

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
„თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში... მამა სხვის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა....“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და შემაძრწუნებელ წერილს აქვეყნებს „თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში... მამა სხვის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა....“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და შემაძრწუნებელ წერილს აქვეყნებს
გონიოში ტრაგიკულად დაღუპული, მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. ნაზი ჯაიანი დეტალურად იხსენებს,...
25.06.25
1 111
0
„მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია  დატრიალდა „მაპატიე, ვერ გიშველე…“ 😭😭 ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
ტრაგედია ანრი ბიბინეიშვილის ოჯახში – მსახიობსა და ტელეწამყვანს, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეს დედა გარდაეცვალა....
29.05.25
1 281
0