ცნობილია ხდება, ვინ დაუკვეთა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – მედია » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

ცნობილია ხდება, ვინ დაუკვეთა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – მედია

ცნობილია ხდება, ვინ დაუკვეთა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – მედია
შემთხვევა
16:00, 23 მარტი 2025
1 439
0

ცნობილია ხდება, ვინ დაუკვეთა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა – მედია
ობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი.

მედია წერს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაშა შუშანაშვილმა დაუკვეთა. 

ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი)

შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, “კილერს” სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.


adjaranet
Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)