მარიამ როინიშვილს და ვახო კანდელაკს პირველი საერთო შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

მარიამ როინიშვილს და ვახო კანდელაკს პირველი საერთო შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს

მარიამ როინიშვილს და ვახო კანდელაკს პირველი საერთო შვილი შეეძინათ - რა დაარქვეს ახალშობილს
შემთხვევა
21:24, 29 აპრილი 2025
451
0

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. მა­რი­ა­მი­სა და მსა­ხი­ობ ვახო კან­დე­ლა­კის­თვის ეს პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლია. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც კირა და­არ­ქვეს.

  • სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­რი­ა­მის მა­მამ, მსა­ხი­ობ­მა გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კირა კან­დე­ლა­კი მო­ევ­ლი­ნა ამ სამ­ყა­როს! ღმერ­თმა ბედ­ნი­ე­რი და დღეგ­რძე­ლი ამ­ყო­ფოს! კი­დევ ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი", - წერს რო­ი­ნიშ­ვი­ლი.

მომ­ღე­რალ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი­სა და მსა­ხი­ობ ვახო კან­დე­ლა­კის რო­მა­ნის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მარ­თა­ლია, მა­რი­ა­მი ამ თე­მა­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებ­და, მაგ­რამ ვა­ხომ პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან და­ა­დას­ტუ­რა, რომ ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ.

მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობს, რო­დე­საც პო­პუ­ლა­რულ დე­დას­თან, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს­თან იდგა სცე­ნა­ზე.

ად­რე­ულ ასაკ­ში მსა­ხი­ობ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე­ზე და­ო­ჯახ­და, თუმ­ცა წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. წლე­ბის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე მე­ო­რედ მსა­ხი­ობ მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძე­ზე და­ო­ჯახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ვახო კან­დე­ლაკს, ის მსა­ხი­ო­ბია და ტე­ლე­წამ­ყვა­ნად წლე­ბია, რაც სხვა­დას­ხვა არხზე მუ­შა­ობს. მას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 11 წლის ვაჟი ჰყავს, მისი მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტი თაკო ასა­თი­ა­ნი გახ­ლდათ.


წყარო : ambebi.ge

Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
სავარაუდო მიზეზი ცნობილი ხდება: რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც ბაღში ძილში გარდაიცვალა სავარაუდო მიზეზი ცნობილი ხდება: რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, რომელიც ბაღში ძილში გარდაიცვალა
ჩვენ რაც ვიცით, ის ინფორმაციაა, რომ ბავშვს ბაგა-ბაღში მიყვანისთანავე მალევე აუწია ტემპერატურამ. რაც აღმზრდელებმა...
09.05.25
2 037
0
19 წლის გოგო ხიდიდან გადახტა .რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს 19 წლის გოგო ხიდიდან გადახტა .რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს
ქუთაისში მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო იმერეთი ავრცელებს” ადგილზე...
09.05.25
2 252
0