მამა-შვილი ბოტასების გამო მოკლეს! - რა დეტალები გახდა ცნობილი დაუნდობელი ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც 2 დღე გრძელდებოდა და სასტიკი მკვლელობით დასრულდა?

გორში, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ 28 აპრილს, სროლის შედეგად მამა-შვილი მოკლეს. შვილი გიორგი ცაციაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კლინიკა "გორიმედში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,
ბრალდებული, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს, ასევე გორში ცხოვრობს და ის სერგო ახალკაცია.
გაირკვა საშინელი ანგარიშსწორების მიზეზიც. "ამბებს" სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა უცნობი დეტალები უამბო:
"ცაციაშვილებს და სერგო ახალკაცს "გალერეაში“ გვერდიგვერდ ჰქონდათ ფეხსაცმელების მაღაზია. მათ შორის უთანხმოება ბიზნესს ეხებოდა, კერძოდ, გუშინ ლილოში ახალკაცსა და დათო ცაციაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, მოტივი კი ერთნაირი საქონლის შეძენა იყო - ახალკაცს უჩხუბია, გასაყიდად ჩემნაირი ბოტასები რატომ აიღე ლილოშიო.
გუშინდელი დაპირისპირება დღეს დილას გაგრძელდა გორში, ახალკაცი "მაკაროვით“ მიუვარდა დათოს და საქმეს ურჩევდა. საქმეში შვილიც - გიო ჩაერია, სერგომ ჯერ ის დაცხრილა და მერე დათოც ზედ მიაყოლა. მკვლელი ადგილიდან კი გაიქცა, მაგრამ მალევე დააკავეს. გიო ადგილზე დაიღუპა, მძიმედ დაჭრილი დათო კი "გორმედში“, - გვეუბნება თანამშრომელი.
ambebi.ge

