„შემოვიდა საგანგაშო შეტყობინება... არ გამოიყენოთ საკვებად და გაანადგურეთ!“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან გაფრთხილებას ავრცელებს (ფოტო) » ახალი ამბები - AMBEBI.ONLINE

„შემოვიდა საგანგაშო შეტყობინება... არ გამოიყენოთ საკვებად და გაანადგურეთ!“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან გაფრთხილებას ავრცელებს (ფოტო)

„შემოვიდა საგანგაშო შეტყობინება... არ გამოიყენოთ საკვებად და გაანადგურეთ!“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან გაფრთხილებას ავრცელებს (ფოტო)
შემთხვევა
14:17, 22 მარტი 2025
573
0

მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2025.1690, რომელიც შეეხება ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს. ბრენდი: Bett r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე.

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი Bacillus cereus შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას.

სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ (ს/კ 405172316, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №61) მიერ (სულ 40 ქილა).

ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე.


Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter
კომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები...
02.11.25
3 093
0
“დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს “დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს
დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც...
19.10.25
3 535
0

россериал