ვასო ურუშაძე: მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია
მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს, საჭიროა, ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული, ფინანსური ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა”, – ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე.
“ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გველოდება. ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციითაც დასტურდება. ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე უფასურდება, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვება ფასების ზრდა პროდუქტებზე, საწვავზე, საყოფაცხოვრებო სფეროში, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია იყოს დამოუკიდებლად თვითმყოფადი, ჩვენ ვართ ინტეგრირებულები გლობალურ ეკონომიკაში, ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და საერთაშორისო სანქციები, ეკონომიკური კრიზისი მყისიერად აისახება ნეგატიურ ჭრილში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ისედაც ნულამდე შემცირებულ ინვესტიციებს საერთოდ გააქრობს, პირიქით, საქართველოდან საერთაშორისო ინვესტიციები დაიწყებს გადინებას, რაც დაგვაკარგვინებს სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდის ტენდენცია იქნება შეუქცევადი, რაც მძიმედ აისახება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე. ამიტომ ივანიშვილმა გვერდზე უნდა გადადოს თავისი პირადი კომერციული, კომერციული და ფინანსური ინტერესები, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, მოხდეს პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების არჩევა დემოკრატიული წესით, რათა ქვეყანაში დასტაბილურდეს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა”, – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.