„ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფოც და პოლიციაც“ - როგორ მოხდა გლდანში მკვლელობა და ვინ მონაწილებდნენ სისხლიან დაპირისპირებაში?
გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. დანაშაული დილით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის 1-ელ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა.
როგორც კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ambebi.ge - ს უთხრა, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მისი თქმით, კონფლიქტი, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, სწორედ მათ შორის მოხდა. ერთმა მეორე დანით დაჭრა, რაც სასიკვდილო გამოდგა.
"მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს", - გვეუბნება ადგილობრივი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ambebi.ge
როდის და სად დაკრძალავენ ლაშა ბასლანძეს, სად გაიმართება პანაშვიდები და სხვა დეტალები
“დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… ” – ქართველი სპეციალისტის კვების ხრიკები მათთვის, ვინც წონაში დასაკლებად სტანდარტულ დიეტებს ვერ იცავს