კონფლიქტის მოგვარების საკვანძო პირობა“ – ცნობილია, რას ითხოვს რუსეთი უკრაინისგან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შინაარსთან დაკავშირებით კრემლი განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს, „უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.
„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიდეო : ალექსანდრე თოფურიას დების ემოციები ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
იქნება უფასო, არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწევთ, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი” – კახა კალაძე