გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს
შემთხვევა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი უკვე მეორედ მოიპარეს.
ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.
ეკლესიის სტიქაროსანი უჩა ქემაშვილი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.
,,გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული"- ამბობს ქემაშვილი.
ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.
Ctrl
Enter
შეცდომა შეგნებულად?
მონიშნეთ ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enterკომენტარები (0)
ტოპ ამ კატეგორიიდან
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?
ბზიკები ევროვიზიაზე ბრუნდება — რას უნდა ველოდოთ?...
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა
როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე? — ლუის ენრიკემ პირველი კომენტარი გააკეთა...