Ambebi Online » შემთხვევა » თურქეთში საშინელი ხანძრის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა

თურქეთში საშინელი ხანძრის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა

თურქეთში საშინელი ხანძრის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა
შემთხვევა
editor
რედაქტორი
14:22, 22 January 2025
434
0

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, იქ ვითარება ტრაგიკულია. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 77 ადამიანს მიაღწია.

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)