მე ეს ბრძოლა არ წამიგია” – უმარ ნურმაგომედოვი
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბის მეტოქემ კომენტარი გაააკეთა, სადაც ის ამბობს რომ მას ეს ბრძოლა მოიგო და მსაჯებს არ ეთანხმება.
“მე კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო ამ ბრძოლას მთლიანად, მე მერაბთან შეხვედრა არ წამიგია , ჩემი აზრით მე მოვიგე , პირველი რაუნდის შემდეგ ხელი მოვიტეხე და ვერ ვაჩვენე სათანადო პერფორმანსი, მაგრამ ამის მიუხედავად ვფქირობ რომ გამარჯვებული მე უნდა ვყოფილიყავი” – აცხადებს ნურმაგომედოვი.
შეგახსენებთ, რომ მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.