Ambebi Online » შემთხვევა » საბერიოში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის ახალი დეტალები: “ბენზინმა იფეთქა, ბებიას ცეცხლი სახეზე მოედო, 5-ლიტრიანი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და… უფროსი გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული …”

საბერიოში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის ახალი დეტალები: “ბენზინმა იფეთქა, ბებიას ცეცხლი სახეზე მოედო, 5-ლიტრიანი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და… უფროსი გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული …”

შემთხვევა
editor
რედაქტორი
20:33, 16 January 2025
2 469
0

საზარელი ხანძარი გალის სოფელ საბერიოს ხის პატარა სახლში 5 იანვარს, დილით გაჩნდა. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარები ისე დაიწვნენ, რომ ყველას ამოცნობა ვერ მოხერხდა. ოთხი ბავშვის სხეულის ნაწილები დამწვარ რკინის საწოლებზე იპოვეს, ემილიას დამწვარი სხეული კი, რომელსაც, როგორც ჩანს, ხანძრის დროს ეღვიძა, იპოვეს საწოლიდან მოშორებით, სადაც, ალბათ, მაგიდა იდგა. მეზობლების თქმით, ჩანს, შეშინებული მაგიდის ქვეშ დაიმალა. 

სოფელ საბერიოს მცხოვრები: “სახლი სულ დამწვარია, ბავშვების მხოლოდ ფრაგმენტები იპოვეს. ერთ სასახლეში ჩაუსვენებიათ ხუთივე ბავშვის ნაწილები. მშობლები სულ ახალგაზრდები არიან. იქ რაც ვნახე, მას შემდეგ ცუდად ვარ. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს. ამბობენ, თითქოს ბებიამ ოთახის გასათბობად შეშის ღუმელში შეცდომით “სალიარკის” ნაცვლად, ბენზინი შეასხა, ბენზინმა იფეთქა და ბებიას სახესა და გულმკერდზე მოედო, საწვავის ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და ცეცხლი გაუჩნდა. ბებია კივილით გარეთ გამოვარდნილა, თურმე მეზობლებს ეძახდა დასახმარებლად. იმასაც ამბობენ, თითქოს ქალმა ცეცხლის დასანთებად ბენზინიანი ნაჭერი შეაგდო ღუმელში და თვითონ საძროხეში წავიდა. ღუმელიდან ნაკვერჩხალი გამოვარდა და მოხვდა იქვე დატოვებულ ბენზინიან ჭურჭელს, რომელიც აფეთქდა. როცა ქალმა აფეთქების ხმა გაიგონა და ნახა, რომ სახლს ცეცხლი მოედო, ეცადა სახლში შესვლას და ბავშვების შველას, მაგრამ როცა მეზობლები მივიდნენ, ბავშვების გადარჩენის შანსი აღარ იყო, სახლს მთლიანად ცეცხლი ეკიდა. ძველი ხის სახლი იყო, 5 წუთი ყოფნის მთლიანად რომ დაიწვას.

სოფელი საბერიო დიდი სოფელია, თუმცა მჭიდროდ დასახლებული არ არის, რომ ერთ დაძახებაზე უცებ მოირბინოს მეზობელმა, სახანძროს გამოძახებაც რთულია. ტელეფონებიც არ იჭერს და უცებ ვერ მოვა. “ენგურჰესი” ახლოსაა და იქაური სახანძრო მალე მოსულა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა. ბავშვების ყვირილი არავის გაუგონია. ყველა საწოლში იპოვეს, უფროსი ბავშვის გარდა. ჩანს, გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული. ბავშვების სხეულების მხოლოდ ფრაგმენტები დარჩა. ნეტავ ერთი მაინც გამოსულიყო გარეთ, ერთი მაინც გადარჩენილიყო… ბებია ცოცხალ-მკვდარია, რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს.

ბავშვების დედამ თავის უბედურებაზე საავადმყოფოში საუბრებიდან გაიგო. თურმე ექიმები ლაპარაკობდნენ, საბერიოში ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, 5 ბავშვი დაიწვაო. ეს რომ გაიგონა, მიხვდა მის შვილებზე იყო საუბარი და ფანჯრიდან ხტებოდა თურმე…”

ბავშვების ცხედრები ვიტალი ჭოლარიას ნათლიის სახლში დაასვენეს, ჯერ ყველა ერთ სასახლეში, დასაფლავების დღეს კი 5 პატარა სასახლე გაიტანეს სახლიდან. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მოუტანა ოჯახს. ზუგდიდიდან წავიდნენ სკოლის და ბაღის მასწავლებლები, ნათესავები და მეზობლები. 80-კაციანი სია იყო, რომ ენგურის ხიდზე უპრობლემოდ გაეტარებინათ რუს მესაზღვრეებს, მაგრამ ბოლოს 270 კაცი გაატარეს. 

წყარო: კვირის პალიტრა

CTRL
ENTER
პრობლემის შეტობინება
გამოიყენეთ ღილაკები CTRL+ENTER
კომენტარები (0)
ამავე თემაზე:
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
მინდოდა ჩემი ოჯახისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა საქართველოში დავბრუნდი, სახლში მისულს ქმარმა და შვილებმა ისეთი რამ მითხრეს, ვინატრე მიწა გამისკდესთქო” – რა უმძიმესი ამბავი შეემთხვა ქართველ ემიგრანტს ???
“ძალიან ცუდი, სამწუხარო ინფორმაციით ვარ”- ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მიმართვას ავრცელებს
აგრეთვე გირჩევთ:
მხოლოდ ემილიას ცხედარი ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა… მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო, სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს“
მხოლოდ ემილიას ცხედარი ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა… მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო, სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს“
15.01.25, შემთხვევა
„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში…“ – საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ
„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში…“ – საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ
09.01.25, შემთხვევა
„23 წლის გოგომ ქმარი ნაჯახით მოკლა, მომხდარს ორი შვილი შეესწრო...“ - ქვემო ქართლში მომხდარი მძიმე მკვლელობის დეტალები
„23 წლის გოგომ ქმარი ნაჯახით მოკლა, მომხდარს ორი შვილი შეესწრო...“ - ქვემო ქართლში მომხდარი მძიმე მკვლელობის დეტალები
26.11.24, შემთხვევა
"დაიკოსთან გაფრინდა პატარა ანდრიაც" - კახეთში, 5 წლის გოგონა და მისი 4 თვის ძმა ტრაგიკულად დაიღუპნენ, ბაბუამ ვერ გაუძლო და... - ერთი ოჯახის სამმაგი ტრაგედია
"დაიკოსთან გაფრინდა პატარა ანდრიაც" - კახეთში, 5 წლის გოგონა და მისი 4 თვის ძმა ტრაგიკულად დაიღუპნენ, ბაბუამ ვერ გაუძლო და... - ერთი ოჯახის სამმაგი ტრაგედია
31.10.24, შემთხვევა
“პირველ ღამეს”, როცა ჩემს ქმარს უარი ვუთხარი, სამზარეულოში გავიდა და დანით ხელში დაბრუნდა… შემდეგ რაც მოხდა.."
“პირველ ღამეს”, როცა ჩემს ქმარს უარი ვუთხარი, სამზარეულოში გავიდა და დანით ხელში დაბრუნდა… შემდეგ რაც მოხდა.."
13.01.25, შემთხვევა
სხვა პოპულარული სიალხეები:
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული
14 თვის ბავშვი კლინიკაში დაიღუპა – რენტგენის სურათზე გამოჩნდა, რომ მას მონეტა ჰქონდა გადაყლაპული..
შემთხვევა
415
0
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
„ჩემი ძმა შვილის საფლავიდან ახალი დაბრუნებული, გოჩა ხორავა სროლით შევარდა სახლში...“ - რას ამბობს ქართველ მეომრებს შორის უკრაინაში დატრიალებულ სასტიკ ანგარიშსწორებაზე მოკლულის ძმა?
332
0
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ – ინგა გრიგოლიას ემოციური მიმართვა
619

1 262
0